https://sputnik-georgia.com/20260331/qolcentrebis-saqmeze-dakavebulebi-patimrobashi-datoves-297895650.html
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
Sputnik საქართველო
ჟურნალისტი ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T20:29+0400
2026-03-31T20:29+0400
2026-03-31T20:29+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_53d51414e35ad7301d148bf5a093787c.jpg
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის, მათ შორის ჟურნალისტ ელისო კილაძის და ყოფილი გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა 25 მაისამდე გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების - ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გადაისინჯა - ყველა ბრალდებული პატიმრობაში დარჩა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ მოითხოვა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება, რაც გულისხმობს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას აგრძელებს.„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე და მოითხოვა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბრალდების მხარე აგრძელებს ამ საქმეზე გამოძიებას... როდესაც აღნიშნული შუამდგომლობა კმაყოფილდება სასამართლოს მიერ და ბრალდებულებს შეფარდებული აქვთ პატიმრობა, სავალდებულო პროცედურას წარმოადგენს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯოს. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის პოზიცია, გაითვალისწინა და მიიღო მხედველობაში ის გარემოებები, რაც ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო და შესაბამისად, პატიმრობა თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, დატოვა ძალაში", - განაცხადა ბერძენიშვილმა.ბრალდებული 6 პირიდან რამდენიმე ქვეყანაში არ იმყოფება, მათზე ძებნაა გამოცხადებული და შესაბამისად, მათ პატიმრობა დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული.„ქოლ-ცენტრების" საქმის დეტალები18 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.გამოძიების ცნობით, 2020-2023 წლებში საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებები", - ნათქვამია განცხადებაში.გამოციების მონაცემებით, ე.წ. ქოლ-ცენტრების ოპერატორები ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე მომხმარებლებს იზიდავდნენ, პირდებოდნენ მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებას, ახდენდნენ მათ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას.ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი ე.წ. ქოლ-ცენტრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, „ქოლ-ცენტრის" უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. ,,დაუმორჩილებელი კონკურენტების’’ საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას.კერძოდ, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ „ქოლ-ცენტრის" გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს „ქოლ-ცენტრის" გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.ელისო კილაძე „ქოლ-ცენტრის" საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.გარდა ამისა, კონკურენტი „ქოლ-ცენტრების" მხილების მიზნით, კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9,5 მლნ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.შემდგომში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული, ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს - ხელფასების და ბონუსების გაცემას, ქოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას, ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის,ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_909:0:3640:2048_1920x0_80_0_0_a5ce277ebcffecc316a55d40f8a9ab5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ჟურნალისტი ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის, მათ შორის ჟურნალისტ ელისო კილაძის და ყოფილი გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა 25 მაისამდე გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების - ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გადაისინჯა - ყველა ბრალდებული პატიმრობაში დარჩა.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ მოითხოვა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება, რაც გულისხმობს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას აგრძელებს.
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე და მოითხოვა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბრალდების მხარე აგრძელებს ამ საქმეზე გამოძიებას... როდესაც აღნიშნული შუამდგომლობა კმაყოფილდება სასამართლოს მიერ და ბრალდებულებს შეფარდებული აქვთ პატიმრობა, სავალდებულო პროცედურას წარმოადგენს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯოს. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის პოზიცია, გაითვალისწინა და მიიღო მხედველობაში ის გარემოებები, რაც ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო და შესაბამისად, პატიმრობა თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, დატოვა ძალაში", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბრალდებული 6 პირიდან რამდენიმე ქვეყანაში არ იმყოფება, მათზე ძებნაა გამოცხადებული და შესაბამისად, მათ პატიმრობა დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული.
„ქოლ-ცენტრების" საქმის დეტალები
18 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების ცნობით, 2020-2023 წლებში საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებები", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოციების მონაცემებით, ე.წ. ქოლ-ცენტრების ოპერატორები ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე მომხმარებლებს იზიდავდნენ, პირდებოდნენ მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებას, ახდენდნენ მათ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას.
ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი ე.წ. ქოლ-ცენტრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, „ქოლ-ცენტრის" უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. ,,დაუმორჩილებელი კონკურენტების’’ საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას.
კერძოდ, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ „ქოლ-ცენტრის" გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს „ქოლ-ცენტრის" გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.
ელისო კილაძე „ქოლ-ცენტრის" საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.
გარდა ამისა, კონკურენტი „ქოლ-ცენტრების" მხილების მიზნით, კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9,5 მლნ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.
შემდგომში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული, ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს - ხელფასების და ბონუსების გაცემას, ქოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას, ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.
ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის,ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.