https://sputnik-georgia.com/20260331/psj-kvaracxelias-zapxulshi-ar-gakidis-297887808.html
„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას არ გაყიდის
„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას არ გაყიდის
Sputnik საქართველო
„პსჟ“-ს გადაწყვეტილი აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთავაზება დაბლოკოს 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T17:27+0400
2026-03-31T17:27+0400
2026-03-31T17:27+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:274:1351:1033_1920x0_80_0_0_f4fb168af3ac6f29719a221fb50f7d81.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ფრანგულმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა" ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფრით დაინტერესებული ინგლისური კლუბები უარით გაისტუმრა, რადგანაც ქართველი ვარსკვლავის გაყიდვას არ აპირებს, იუწყება ავტორიტეტული გამოცემა TEAMtalk. რამდენიმე კვირის წინ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებული არიან ინგლისური ფეხბურთის გრანდები: „არსენალი“, „ლივერპული“ და „ჩელსი“. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას ტრანსფერზე „ლივერპულის“ მსგავსად იგივე პასუხი მიიღო „არსენალმა“ და „ჩელსიმაც“ – ქართველი თავდამსხმელი ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენს“ არ დატოვებს. „თუმცა გასათვალისწინებელია ფინანსური ასპექტი. ინგლისურმა კლუბებმა „პსჟ"-ის ხელმძღვანელობა რომ დააინტერესონ, რეკორდული შეთავაზება იქნება საჭირო, რაც დაახლოებით 160 მილიონი გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 185 მლნ. ევრო). ეს შეფასება ასახავს როგორც კვარაცხელიას ნიჭს, ასევე სატრანსფერო ბაზარზე მის გაზრდილ ფასსაც“, – წერს გამოცემა. „პსჟ“-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში 75 მლნ ევროდ შეიძინა. მისი კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდეა გათვლილი. გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1), საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლები გაიტანა. ამას გარდა, „ნაპოლისთან“ ერთად ნახევარი სეზონი ჩაატარა და სერია A-ს მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:147:1351:1160_1920x0_80_0_0_5ae9b59810b412b6b5100b2cb25c16a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას არ გაყიდის
„პსჟ“-ს გადაწყვეტილი აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთავაზება დაბლოკოს
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ფრანგულმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა" ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფრით დაინტერესებული ინგლისური კლუბები უარით გაისტუმრა, რადგანაც ქართველი ვარსკვლავის გაყიდვას არ აპირებს, იუწყება ავტორიტეტული გამოცემა TEAMtalk.
რამდენიმე კვირის წინ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებული არიან ინგლისური ფეხბურთის გრანდები: „არსენალი“, „ლივერპული“ და „ჩელსი“.
„ლივერპული“ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წააწყდა: ახალი ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მტკიცედ უარყო ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესაძლებლობა, „ლივერპულის“ ინტერესი სერიოზული იყო, თუმცა, საბოლოოდ, უშედეგო გამოდგა. ბოლო ინფორმაციით, „პსჟ" კვარაცხელიას გუნდიდან გაშვებას არ დათანხმდება, არადა, შესაძლოა, რეკორდული ტრანსფერი განხორციელებულიყო“, - დაწერა გამოცემამ.
გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას ტრანსფერზე „ლივერპულის“ მსგავსად იგივე პასუხი მიიღო „არსენალმა“ და „ჩელსიმაც“ – ქართველი თავდამსხმელი ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენს“ არ დატოვებს.
„თუმცა გასათვალისწინებელია ფინანსური ასპექტი. ინგლისურმა კლუბებმა „პსჟ"-ის ხელმძღვანელობა რომ დააინტერესონ, რეკორდული შეთავაზება იქნება საჭირო, რაც დაახლოებით 160 მილიონი გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 185 მლნ. ევრო). ეს შეფასება ასახავს როგორც კვარაცხელიას ნიჭს, ასევე სატრანსფერო ბაზარზე მის გაზრდილ ფასსაც“, – წერს გამოცემა.
„პსჟ“-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში 75 მლნ ევროდ შეიძინა. მისი კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდეა გათვლილი.
გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1), საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლები გაიტანა.
ამას გარდა, „ნაპოლისთან“ ერთად ნახევარი სეზონი ჩაატარა და სერია A-ს მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი გახდა.