იძულება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით: სამეგრელოში დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2026
გამოწერა
დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0