https://sputnik-georgia.com/20260331/papuashvili-pabsec-genmdivans-sexvda-297891416.html
რა საკითხები განიხილა პაპუაშვილმა PABSEC-ის გენმდივანთან შეხვედრაზე
რა საკითხები განიხილა პაპუაშვილმა PABSEC-ის გენმდივანთან შეხვედრაზე
Sputnik საქართველო
2025 წლის ნოემბერში საქართველო, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა... 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T17:00+0400
2026-03-31T17:00+0400
2026-03-31T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287929692_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_1711fe689a6bffd29646d2a8053a0aa5.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენმდივან ასაფ ჰაჯიევთან გამართულ შეხვედრაზე თბილისში დაგეგმილ PABSEC-ის გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებული დეტალები განიხილა. 2025 წლის ნოემბერში საქართველო, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი – PABSEC-ის პრეზიდენტი.როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს დელეგაციას PABSEC-ში ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ორგანიზაციის საქმიანობაში და ახლაც, როგორც PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ შესაძლებლობას.შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქართული მხარის ინიციატივას - გენერალური ასამბლეის პარალელურად, ჩატარდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეისა და PABSEC-ის ერთობლივი სხდომა, რაც აგრეთვე განხორციელების პროცესშია.როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, PABSEC-ის პრეზიდენტის რანგში იგი აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო PABSEC-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს შავი ზღვისპირეთის და ბალკანეთის 13 სახელმწიფოს და ემსახურება შავი ზღვის აუზში თანამშრომლობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განვითარებას. ორგანიზაციის შტაბ-ბინა სტამბოლში მდებარეობს.„ბისეკის“ თავმჯდომარეობა ექვსთვიანია და როტაციას ეფუძნება. 2024 წელს თავმჯდომარე ქვეყნები იყვნენ ალბანეთი და სომხეთი, 2025 წლის იანვარ-ივნისში - აზერბაიჯანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287929692_127:0:1948:1366_1920x0_80_0_0_9dc7f4f8c6a8235b5a30274b100fbaa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
რა საკითხები განიხილა პაპუაშვილმა PABSEC-ის გენმდივანთან შეხვედრაზე
2025 წლის ნოემბერში საქართველო, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი – PABSEC-ის პრეზიდენტი.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენმდივან ასაფ ჰაჯიევთან გამართულ შეხვედრაზე თბილისში დაგეგმილ PABSEC-ის გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებული დეტალები განიხილა.
2025 წლის ნოემბერში საქართველო, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი – PABSEC-ის პრეზიდენტი.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს დელეგაციას PABSEC-ში ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ორგანიზაციის საქმიანობაში და ახლაც, როგორც PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ შესაძლებლობას.
„განვიხილეთ თბილისში დაგეგმილ PABSEC-ის გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებული დეტალები. აღვნიშნეთ, რომ გენერალური ასამბლეის თემატიკა ხელოვნურ ინტელექტსა და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება, რაც წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქართული მხარის ინიციატივას - გენერალური ასამბლეის პარალელურად, ჩატარდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეისა და PABSEC-ის ერთობლივი სხდომა, რაც აგრეთვე განხორციელების პროცესშია.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, PABSEC-ის პრეზიდენტის რანგში იგი აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო PABSEC-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს შავი ზღვისპირეთის და ბალკანეთის 13 სახელმწიფოს და ემსახურება შავი ზღვის აუზში თანამშრომლობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განვითარებას. ორგანიზაციის შტაბ-ბინა სტამბოლში მდებარეობს.
„ბისეკის“ თავმჯდომარეობა ექვსთვიანია და როტაციას ეფუძნება. 2024 წელს თავმჯდომარე ქვეყნები იყვნენ ალბანეთი და სომხეთი, 2025 წლის იანვარ-ივნისში - აზერბაიჯანი.