https://sputnik-georgia.com/20260331/opozicia-2tvian-kampanias-iwyebs-297886917.html
ოპოზიცია ორთვიან კამპანიას იწყებს და თბილისში 26 მაისს აქციას აანონსებს
ოპოზიცია ორთვიან კამპანიას იწყებს და თბილისში 26 მაისს აქციას აანონსებს
Sputnik საქართველო
როგორც ალიანსში განაცხადეს, გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები და აქტიური მოქალაქეები. 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T12:48+0400
2026-03-31T12:48+0400
2026-03-31T12:49+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297885992_0:19:800:469_1920x0_80_0_0_df2fb8ed928cb7b3e424f4d4d6f21802.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და სიმბოლურად, 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციით დასრულდება, ნათქვამია ალიანსის განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას ბრიფინგზე ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ გააცნო.მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.ალიანსის მიზნები:„ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.აღსანიშნავია, რომ „ოპოზიციის ალიანსს" არ შეუერთდნენ პარტიები „გახარია საქართველოსთვის" და ლელო - საქართველოსთვის"
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297885992_76:0:725:487_1920x0_80_0_0_61e5638a9fc72a36441d69aa597ef85a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ოპოზიცია ორთვიან კამპანიას იწყებს და თბილისში 26 მაისს აქციას აანონსებს
12:48 31.03.2026 (განახლებულია: 12:49 31.03.2026) როგორც ალიანსში განაცხადეს, გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები და აქტიური მოქალაქეები.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და სიმბოლურად, 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციით დასრულდება, ნათქვამია ალიანსის განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას ბრიფინგზე ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ გააცნო.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.
„ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია. ჩვენთვის, საქმისთვის, გამარჯვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიც, ისევე როგორც აქტიური მოქალაქეები", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მოქალაქეებთან პირდაპირი და პირადი კომუნიკაცია;
„ქართული ოცნების" პროპაგანდის განეიტრალება;
საზოგადოებაში არსებული „ბრაზის, პროტესტისა და ცვლილების სურვილის, რომელიც უკვე წლებია არსებობს", რეალურ პოლიტიკურ ქმედებებად გარდაქმნა;
შიშის დამარცხება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა;
პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რადგანაც „ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით".
„ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.
აღსანიშნავია, რომ „ოპოზიციის ალიანსს" არ შეუერთდნენ პარტიები „გახარია საქართველოსთვის" და ლელო - საქართველოსთვის"