https://sputnik-georgia.com/20260331/machavariani-opoziciis-gegmebze-297894271.html
არაფერი გამოუვათ: დეპუტატი „ოპოზიციის ალიანსის“ გეგმებზე
არაფერი გამოუვათ: დეპუტატი „ოპოზიციის ალიანსის“ გეგმებზე
Sputnik საქართველო
ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T19:00+0400
2026-03-31T19:00+0400
2026-03-31T19:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:244:960:784_1920x0_80_0_0_ea6a0b531def9082145adb8535e9fb3d.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „ნაცმოძრაობას“ ახასიათებს სიმბოლიზმი და ამიტომ დაამთხვიეს თავიანთი, თითქოსდა, „გამარჯვება“ 26 მაისს, თუმცა, ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა „ოპოზიციის ალიანსის“ კამპანიაზე საუბრისას. „ოპოზიციის ალიანსმა“ 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და სიმბოლურად 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციით დასრულდება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“. ალიანსის მიზნებია მოქალაქეებთან პირდაპირი და პირადი კომუნიკაცია; „ქართული ოცნების" პროპაგანდის განეიტრალება; საზოგადოებაში არსებული „ბრაზის, პროტესტისა და ცვლილების სურვილის, რომელიც უკვე წლებია არსებობს", რეალურ პოლიტიკურ ქმედებებად გარდაქმნა; შიშის დამარცხება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა და პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რადგანაც „ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით". აღსანიშნავია, რომ „ოპოზიციის ალიანსს" არ შეუერთდნენ პარტიები „გახარია საქართველოსთვის" და ლელო - საქართველოსთვის"
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
არაფერი გამოუვათ: დეპუტატი „ოპოზიციის ალიანსის“ გეგმებზე
ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „ნაცმოძრაობას“ ახასიათებს სიმბოლიზმი და ამიტომ დაამთხვიეს თავიანთი, თითქოსდა, „გამარჯვება“ 26 მაისს, თუმცა, ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა „ოპოზიციის ალიანსის“ კამპანიაზე საუბრისას.
„ოპოზიციის ალიანსმა“ 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და სიმბოლურად 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციით დასრულდება.
„ბოლომდე არიან განულებულები, გამარგინალებულები. აბსოლუტურად დაკარგული აქვთ ნდობა ჩვენს საზოგადოებაში. ერთმანეთს თუ ატყუებენ და ამხნევებენ, გააგრძელონ „სახლობანას“ თამაში, მათი უფლებაა. არაფერი შანსი არ აქვთ. რაც უფრო დრო გადის, საზოგადოება კიდევ უფრო რწმუნდება ჩვენი პოლიტიკის სისწორეში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.
ალიანსის მიზნებია მოქალაქეებთან პირდაპირი და პირადი კომუნიკაცია; „ქართული ოცნების" პროპაგანდის განეიტრალება; საზოგადოებაში არსებული „ბრაზის, პროტესტისა და ცვლილების სურვილის, რომელიც უკვე წლებია არსებობს", რეალურ პოლიტიკურ ქმედებებად გარდაქმნა; შიშის დამარცხება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა და პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რადგანაც „ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით".
აღსანიშნავია, რომ „ოპოზიციის ალიანსს" არ შეუერთდნენ პარტიები „გახარია საქართველოსთვის" და ლელო - საქართველოსთვის"