კობახიძე: 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2026
გამოწერა
ამ დღეს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობამ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. 31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება, ჩვენი ვალია გავუფრხილდეთ ამ მონაპოვარს, დაწერა სოციალოურ ქსელში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში შედგა სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა. რეფერენდუმში ამომრჩეველთა 90,79%-მა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სახელმწიფო დამოუკიდებლობას 99,08%-მა დაუჭირა მხარი.
„31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ – მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა", - დაწერა კობახიძემ.
31 მარტი ღირსშესანიშნავი დღეა კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 87-ე დაბადების დღეა.
ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა, ამავე დღეს 1991 წელს საქართველოში შედგა სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა. რეფერენდუმის შედეგები 5 აპრილს გამოაცხადეს. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს აღნიშნავს — საქართველოში 1918 წელს მიღებული პირველი დამოუკიდებლობის აქტის დღეს.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ყველა ახალი ამბავი
0