https://sputnik-georgia.com/20260331/kalbi-dokumentebis-damzadebis-paqtze-1-piri-daakaves-297889730.html
ყალბი პირადობისა და მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყალბი პირადობისა და მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T16:27+0400
2026-03-31T16:27+0400
2026-03-31T16:27+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297888147_0:137:1483:971_1920x0_80_0_0_03bf48e8f483745aa6c75a8849354265.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულს ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებასა და გასაღებაში ედება. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს. უწყების ცნობით, ბრალდებული აღნიშნულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან ფოსტით აგზავნიდა. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები, მობილური ტელეფონები. ამასთან საქართველოს ფოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტები. საქმეზე გამოძიება საქართველოს 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297888147_4:0:1480:1107_1920x0_80_0_0_fa42199e25549f9acc898fcab1598f42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ყალბი პირადობისა და მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებასა და გასაღებაში ედება.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული აღნიშნულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან ფოსტით აგზავნიდა.
დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები, მობილური ტელეფონები.
ამასთან საქართველოს ფოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.