https://sputnik-georgia.com/20260331/haeris-monitoringis-qsels-10-sadguri-sheemateba-297873652.html
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს 10 ახალი სადგური შეემატება
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს 10 ახალი სადგური შეემატება
Sputnik საქართველო
ქვეყნის მასშტაბით, უკვე ფუნქციონირებს 18 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის 15 ავტომატური და 3 მობილური. 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T11:37+0400
2026-03-31T11:37+0400
2026-03-31T11:37+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/10/284258454_0:193:2048:1345_1920x0_80_0_0_cca6f66ecf9d513b0d47beb168c4c56f.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. მიმდინარე წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 10 ავტომატური სადგურით ფართოვდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მაჩვენებლებს 2015 წლიდან ამოწმებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური, მათ შორის, 15 ავტომატური და 3 მობილური, რომელთა საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში. მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), ოზონის (O3), გოგირდის დიოქსიდის (SO2), ნახშირბადის მონოქსიდისა (CO) და მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობები. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სადგურები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყო-დანადგარებით, რაც ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები და პროექტები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული მონაცემები განთავსდება სააგენტოს პორტალზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/10/284258454_0:1:2048:1537_1920x0_80_0_0_ea6aa1e7b94039393e64ee293550b802.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს 10 ახალი სადგური შეემატება
ქვეყნის მასშტაბით, უკვე ფუნქციონირებს 18 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის 15 ავტომატური და 3 მობილური.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. მიმდინარე წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 10 ავტომატური სადგურით ფართოვდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მაჩვენებლებს 2015 წლიდან ამოწმებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური, მათ შორის, 15 ავტომატური და 3 მობილური, რომელთა საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში.
მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), ოზონის (O3), გოგირდის დიოქსიდის (SO2), ნახშირბადის მონოქსიდისა (CO) და მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობები.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სადგურები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყო-დანადგარებით, რაც ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები და პროექტები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული მონაცემები განთავსდება სააგენტოს
პორტალზე.