https://sputnik-georgia.com/20260331/batumshi-kritikuli-sehusabamobebi-gamoavlines-297892766.html
ბათუმში ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს
ბათუმში ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T18:00+0400
2026-03-31T18:00+0400
2026-03-31T18:00+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
კრიმინალი საქართველოში
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23331/09/233310901_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2c39845cfe48a83722de2bb9c0a91121.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, სათნოების ქ N7-ში მდებარე ნახევარფაბრიკატების საწარმოში (შპს „როგია“ ) არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. კერძოდ, ბიზნესოპერატორი ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს. დარღვეული იყო ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23331/09/233310901_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_40fabe014d85ee81fb270b9002c94c7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, კრიმინალი საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველო, საქართველოს რეგიონები, კრიმინალი საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტო
ბათუმში ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, სათნოების ქ N7-ში მდებარე ნახევარფაბრიკატების საწარმოში (შპს „როგია“ ) არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
კერძოდ, ბიზნესოპერატორი ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს. დარღვეული იყო ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია.