ყვარელში ავარიას პოლიციელი ქალი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟი
„სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2026
გამოწერა
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ყვარელში ავარიის შედეგად 52 წლის პოლიციელი ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა - შედეგად ქალი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0