მსოფლიო პატრიარქის თბილისში ვიზიტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

© Институт Евразииსაპროტესტო აქცია მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2026
გამოწერა
პოლიტიკური მოძრაობა „მძლეველის“ მხარდამჭერებმა თბილისში მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის პატრიარქის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველის თბილისში ვიზიტმა მორწმუნეთა ნაწილში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სოციალური მედია სავსე იყო როგორც მხარდამჭერი, ისე კრიტიკული შეფასებებით.
პოლიტიკური მოძრაობა „მძლეველის“ მხარდამჭერებმა თბილისში მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს. მონაწილეებს ხელში ეჭირათ პატრიარქ ილია II-ის, პატრიარქ კირილისა და სხვა რელიგიური და საზოგადო მოღვაწეების გამოსახულებიანი პლაკატები - ასევე იყო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართ კრიტიკული სლოგანები.
მსგავსი აქციები საქართველოში ადრეც ჩატარდა. 2024–2025 წლებში რიგმა სასულიერო პირებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიტინგები ჩაატარეს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და სამთავრობო უწყებების შენობებთან. აქციებზე უკრაინაში მართლმადიდებელი მორწმუნეების მდგომარეობის შესახებ საკითხები წამოიჭრა, ასევე გაისმა მოწოდებები აღნიშნული საკითხის საეკლესიო და ჰუმანიტარული ასპექტებისადმი ყურადღების მიქცევისკენ.
© Институт Евразииსაპროტესტო აქცია მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ
Акция протеста против визита патриарха Варфаломея - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2026
საპროტესტო აქცია მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ
აქციის შემდეგ მრგვალი მაგიდა გაიმართა. ორგანიზატორმა ლაშა ლომიძემ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ერთიანობისა და სულიერი ღირებულებების მნიშვნელობას.
„ჩენი აზრით, ამ რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანული იდეალებისადმი ერთგულება და ერთიანობისკენ სწრაფვა. პატრიარქი ილია II მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა საზოგადოების გაერთიანებისა და სულიერი საფუძვლების განმტკიცების შესახებ მოწოდებებს. მისი გარდაცვალება დანაკარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები მრავალი მორწმუნისთვისაც“, - განაცხადა ლომიძემ.
მსოფლიო პატრიარქის ვიზიტზე საუბრისას, ლომიძემ აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობა მართლმადიდებლურ სამყაროში განსხვავებულ მოსაზრებებს იწვევს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საკითხები პატივისცემით სავსე დიალოგის სულისკვეთებით განიხილებოდეს.
„ჩვენ კარგად ვიცით ბართლომეოსის „საქმიანობის“ შესახებ, რადგანაც ის არის ერეტიკოსი, განხეთქილების მომგვრელი, რომელმაც დაარღვია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობა, რამაც მხოლოდ გააღრმავა უთანხმოება ძმებს შორის“, - ხაზგასმით აღნიშნა ლომიძემ.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა საერთო სულიერ და კულტურულ ღირებულებებზე დაყრდნობით განავითაროს დიალოგი სხვადასხვა ქვეყანასთან. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილია II-ის მემკვიდრეობა, რომელიც ერთიანობის განმტკიცებას ისახავს მიზნად.
ყველა ახალი ამბავი
0