საქართველომ რუსეთიდან რძის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა

© photo: Sputnik / Aleksander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშირძე
რძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2026
გამოწერა
თებერვალში ქართულმა კომპანიებმა 664,7 ათასი დოლარის ღირებულების რუსული რძე შემოიტანეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებლი 132,4 ათას დოლარს შეადგენდა.
თბილისი, 30 მარტი - Sputnik. საქართველომ თებერვალში რუსეთიდან რძის იმპორტი მაქსიმალურ თანხამდე -თითქმის 700 ათას დოლარამდე გაზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.
ამგვარად, თებერვალში ქართულმა კომპანიებმა 664,7 ათასი დოლარის ღირებულების რუსული რძე შემოიტანეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (132,400 აშშ დოლარი) ხუთჯერ მეტია.
გათვლების თანახმად, იმპორტმა 2009 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. სააგენტო უფრო ადრინდელ მონაცემებს არ აქვეყნებს.
შედეგად, რუსეთმა თებერვალში შეინარჩუნა საქართველოს ბაზარზე რძის პროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებლის პოზიცია - მისმა წილმა იმპორტის მთლიან მაჩვენებელში 33,7% შეადგინა.
პირველ ხუთეულში ასევე შედის პოლონეთი (17,5%), აზერბაიჯანი (14,8%), საფრანგეთი (11,9%) და ბელარუსი (10,9%).
ყველა ახალი ამბავი
0