მწვანე თბილისი: რომელი პარკებია დედაქალაქში ყველაზე პოპულარული? - ვიდეო

გამოწერა
თბილისი ცნობილია თავისი მწვანე სივრცეებით, რომლებიც აერთიანებს ისტორიულ მემკვიდრეობას, ბოტანიკურ მრავალფეროვნებას და თანამედროვე ლანდშაფტს.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკი რიყის პარკია, რომელიც ქალაქის ცენტრში, სანაპიროზე მდებარეობს. ეს არის თანამედროვე, ლამაზი პარკი, სადაც განთავსებულია მშვიდობის ხიდი და ნარიყალასთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს შორის ასევე პოპულარულია მთაწმინდის პარკი. პარკი გაშენებულია დედაქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე - მთაზე, რომელიც თბილისის სიმბოლოა. იგი ცნობილია ქალაქის შესანიშნავი ხედებით, გართობითა და ფუნიკულიორით.
თბილისის კიდევ ერთი ულამაზესი პარკია ვაკის პარკი, რომელსაც წელს 80 წელი უსრულდება. მას სხვებისგან გამოარჩევს მკაცრი გეომეტრიული დაგეგმარება, ფართო ხეივნები, ასევე კასკადური ტიპის საფეხმავლო ბილიკები, რომელიც ვაკის პარკიდან კუს ტბაზე ფეხით ასვლას უფრო კომფორტულს ხდის.
თბილისში კიდევ მრავალი პარკია, რომლებიც განთავსებულია როგორც დედაქალაქის ცენტრში, ისე გარეუბნებში - ქალაქის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ განვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0