https://sputnik-georgia.com/20260330/penitenciuri-samsaxuri-saakashvilma-tavi-sheuzlod-wnevis-vardnis-gamo-miigo-297878982.html
პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის ვარდნის გამო იგრძნო
პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის ვარდნის გამო იგრძნო
Sputnik საქართველო
დღეს, საქველმოქმედო ფონდ Nanuka's Fund-ის დამფუძნებელმა, პოპულარულმა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა... 30.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-30T22:00+0400
2026-03-30T22:00+0400
2026-03-30T22:00+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283831506_0:0:1179:663_1920x0_80_0_0_c857849e05c10950a9a3ab6d014be3d1.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ვიზუალური დათვალიერებით და რენტგენოლოგიური კვლევით დაზიანება არ ფიქსირდება, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ არტერიული წნევის ვარდნის გამო იგრძნო, სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ კი წნევა დაურეგულირდა, განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.დღეს, საქველმოქმედო ფონდ Nanuka's Fund-ის დამფუძნებელმა, პოპულარულმა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა რუსთავის ციხეში გონება დაკარგა, დაცემისას კი თავისა და კიდურების დაზიანება მიიღო.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წლის 12 ნოემბერს დააბრუნეს - ექს-პრეზიდენტი კლინიკაში 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფებოდა.დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იმ დრომდე, ვიდრე მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, სააკაშვილმა ციხეში ექვს თვეზე ნაკლები დრო გაატარა, პატიმრობის დანარჩენი დრო მას აქვს გატარებული კლინიკებში: ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან 2025 წლის 12 ნოემბრამდე - თბილისში კლინიკა „ვივამედში“.მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა.2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებული საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.2025 წლის ნოემბერში სააკაშვილს წაუყენეს ახალი ბრალდება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების".პროკურატურის ცნობით, „კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283831506_72:0:1120:786_1920x0_80_0_0_e3d0dde5c2553e004ad561878d285c04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის ვარდნის გამო იგრძნო
დღეს, საქველმოქმედო ფონდ Nanuka's Fund-ის დამფუძნებელმა, პოპულარულმა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა, დაცემისას კი თავისა და კიდურების დაზიანება მიიღო.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ვიზუალური დათვალიერებით და რენტგენოლოგიური კვლევით დაზიანება არ ფიქსირდება, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ არტერიული წნევის ვარდნის გამო იგრძნო, სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ კი წნევა დაურეგულირდა, განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.
დღეს, საქველმოქმედო ფონდ Nanuka's Fund-ის დამფუძნებელმა, პოპულარულმა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა რუსთავის ციხეში გონება დაკარგა, დაცემისას კი თავისა და კიდურების დაზიანება მიიღო.
„მსჯავრდებულის განცხადებით, დაცემის შედეგად სტკიოდა ფეხი, თუმცა არც ვიზუალური დათვალიერებით და არც რენტგენოლოგიური კვლევით არანაირი დაზიანება არ დაფიქსირებულა", - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წლის 12 ნოემბერს დააბრუნეს - ექს-პრეზიდენტი კლინიკაში 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფებოდა.
დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იმ დრომდე, ვიდრე მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, სააკაშვილმა ციხეში ექვს თვეზე ნაკლები დრო გაატარა, პატიმრობის დანარჩენი დრო მას აქვს გატარებული კლინიკებში: ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან 2025 წლის 12 ნოემბრამდე - თბილისში კლინიკა „ვივამედში“.
მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა.
2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებული საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
2025 წლის ნოემბერში სააკაშვილს წაუყენეს ახალი ბრალდება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების".
პროკურატურის ცნობით, „კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.