https://sputnik-georgia.com/20260330/parlamentshi-avtomoblebze-aqcizis-gazrdis-sakitxs-ixilaven-297876395.html
პარლამენტი 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის გაზრდის საკითხს უბრუნდება
პარლამენტი 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის გაზრდის საკითხს უბრუნდება
Sputnik საქართველო
კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის... 30.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-30T19:29+0400
2026-03-30T19:29+0400
2026-03-30T19:29+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142624_0:117:3225:1931_1920x0_80_0_0_c5bf2815bfe0f3411646d2b1d301a0ef.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ითვალისწინებს.პროექტი კვლავ დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურით არის წარდგენილი - მას პირველი მოსმენით 31 მარტს განიხილავენ, ხოლო 1-ელ აპრილს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ.აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებულად მისაღებად პარლამენტს 17-20 მარტის სასესიო კვირას წარედგინა. 17 მარტს პირველი მოსმენით მიიღეს, თუმცა მომდევნო დღეებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართა და კანონპროექტის სამივე მოსმენით - დაჩქარებულად მიღება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ინიციატორებმა პროექტი ხელახლა წარადგინეს.ცვლილებები, რომლის შედეგად 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება, „საგადასახადო კოდექსში“ ხორციელდება.ამასთან, უქმდება „საგადასახადო კოდექსის“ გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის მოქმედი განაკვეთებია დადგენილი. საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს.კერძოდ, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი — ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისათვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი.ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1-ელ ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142624_248:0:2977:2047_1920x0_80_0_0_85da79e0c2bd036dc7849eb6324a1e5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
პარლამენტი 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის გაზრდის საკითხს უბრუნდება
კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის მოქცევას, რომელიც საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდეა შემოყვანილი
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ითვალისწინებს.
პროექტი კვლავ დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურით არის წარდგენილი - მას პირველი მოსმენით 31 მარტს განიხილავენ, ხოლო 1-ელ აპრილს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ.
აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებულად მისაღებად პარლამენტს 17-20 მარტის სასესიო კვირას წარედგინა. 17 მარტს პირველი მოსმენით მიიღეს, თუმცა მომდევნო დღეებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართა და კანონპროექტის სამივე მოსმენით - დაჩქარებულად მიღება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ინიციატორებმა პროექტი ხელახლა წარადგინეს.
ცვლილებები, რომლის შედეგად 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება, „საგადასახადო კოდექსში“ ხორციელდება.
საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მთავარი სიახლე არის ის, რომ აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1,5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე 4,5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ამასთან, უქმდება „საგადასახადო კოდექსის“ გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის მოქმედი განაკვეთებია დადგენილი. საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს.
კერძოდ, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი — ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისათვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი.
კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე, მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის მოქცევას, რომელიც შემოყვანილია საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე.
ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1-ელ ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.