https://sputnik-georgia.com/20260330/parlamentis-komisia-medikamentebis-seqtoris-sheswavlas-iwkebsw-297860795.html
პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს
პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს
Sputnik საქართველო
მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოხდეს... 30.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-30T10:52+0400
2026-03-30T10:52+0400
2026-03-30T10:52+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_0:93:1763:1085_1920x0_80_0_0_4885f8d8b74984ac387e51c38a685a46.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს.საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა. საურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნა, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს. ფასების საკითხს ასევე სწავლობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფარმაცევტული საშუალებების ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. კომისიის სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, 2023 წელს ამოქმედებული რეფერენტული ფასების პროგრამის შედეგად, დაახლოებით 7,5 ათასი მედიკამენტის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა და მოქალაქეებისთვის მათი ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა დარჩენილია 3 ათასამდე მედიკამენტი, რომელზეც რეფერენტული ფასები ამ ეტაპზე არ ვრცელდება და მათი რეგულირების რესურსი არსებობს.ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ლიმიტების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. სახელმწიფომ ამით თავის კონტროლქვეშ მედიკამენტებზე ფასების საწყისი ღირებულების 200-300%-ით გაძვირება მოაქცია. ამ დროისთვის წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც საცალო და საბითუმო ფასების ზედა ზღვარი მოქმედებს, ჯამში, 7, 5 ათასამდე დასახელებამდე გაფართოვდა.როგორც ადრე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილოს, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის.პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_97:0:1666:1177_1920x0_80_0_0_e596dfd84dabbcb1741ebaa69a756469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს
მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოხდეს მსჯელობა, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა.
საურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნა, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს. ფასების საკითხს ასევე სწავლობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფარმაცევტული საშუალებების ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. კომისიის სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, 2023 წელს ამოქმედებული რეფერენტული ფასების პროგრამის შედეგად, დაახლოებით 7,5 ათასი მედიკამენტის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა და მოქალაქეებისთვის მათი ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა დარჩენილია 3 ათასამდე მედიკამენტი, რომელზეც რეფერენტული ფასები ამ ეტაპზე არ ვრცელდება და მათი რეგულირების რესურსი არსებობს.
„მედიკამენტების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ჯაჭვი უფრო მოკლეა. ის შედგება 2 კომპონენტისგან: პირველია მწარმოებელი იმპორტიორი, მეორე - ქსელები. მიზანია, რომ სრულყოფილად შევისწავლოთ ეს ორ კომპონენტიანი ჯაჭვი. უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტებზე არსებობს რეგულატორი და არსებობს რეგულაციები. გვინდა შევისწავლოთ რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს და კიდევ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას“, - განაცხადა პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ლიმიტების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. სახელმწიფომ ამით თავის კონტროლქვეშ მედიკამენტებზე ფასების საწყისი ღირებულების 200-300%-ით გაძვირება მოაქცია. ამ დროისთვის წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც საცალო და საბითუმო ფასების ზედა ზღვარი მოქმედებს, ჯამში, 7, 5 ათასამდე დასახელებამდე გაფართოვდა.
რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე.
როგორც ადრე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილოს, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის.
პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.