https://sputnik-georgia.com/20260330/moodys-saqartvelos-ekonomikuri-zrdis-prognozi-gaaumjobesa-297877439.html
Moody's-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა
Moody's-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა
Sputnik საქართველო
სააგენტოს ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, 2026 წელს სავალუტო რეზერვები (ოქროს გამოკლებით) გაიზრდება 5,6... 30.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-30T21:00+0400
2026-03-30T21:00+0400
2026-03-30T21:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო რეიტინგებში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250042156_0:164:3059:1885_1920x0_80_0_0_78811256a39abb327d541c49087d9414.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგნტო Moody's Ratings (Moody's)-მა დაასრულა საქართველოს და ემიტენტთან დაკავშირებული სხვა რეიტინგების პერიოდული გადახედვა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 6%-მდე გაზარდა.რეიტინგის ძირითადი მოსაზრებები და დასაბუთება შეჯამებულია შემდეგი ფორმით:,,საგარეო სექტორში საქონლის ექსპორტის ზრდა 2025 წელს კვლავ ძლიერი იყო, თუმცა პარალელურად გაიზარდა იმპორტიც. სავაჭრო დეფიციტის მცირე ზრდის მიუხედავად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, რაც გამოწვეული იყო ფულადი გზავნილებისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით. ჩვენი შეფასებით, დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 2,9%-მდე (2024 წლის 5,3%-დან) და მომდევნო ორ წელიწადშიც ამ დონესთან ახლოს დარჩება", - ნათქვამია კვლევაში.პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, 2026 წელს სავალუტო რეზერვები (ოქროს გამოკლებით) გაიზრდება 5,6 მლრდ დოლარამდე და 6,1 მლრდ დოლარამდე 2027 წელს (2025 წლის 4,7 მლრდ დოლარიდან). რაც შეეხება დაფინანსებას, მთავრობამ წარმატებით მოახდინა ევრობონდების რეფინანსირება, რომელთა დაფარვის ვადა 2026 წლის იანვარში იყო 5,1%-იანი კუპონით.სააგენტო Moody’s-მა ასევე აღნიშნა „შუა დერეფნის" როლი საქართველოს საგარეო ეკონომიკურ სექტორზე.საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს საკრედიტო პროფილი მხარდაჭერილია ეკონომიკური სიძლიერის „baa2” შეფასებით (მაღალი ზრდა, საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, შედარებით მაღალი უმუშევრობა). ინსტიტუტებისა და მმართველობის შეფასება „baa3” ასახავს ძლიერ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ ჩარჩოებს. ფისკალური სიძლიერის „a3” შეფასება ასახავს შედარებით დაბალ ვალსა და მის ხელსაყრელ სტრუქტურას.როგორც Moody’s-ი აღნიშნავს, პერსპექტივა შეიძლება გახდეს სტაბილური, თუ პოლიტიკური რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება და გაუმჯობესდება ინსტიტუციური გარემო. ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და პროდუქტიულობის ზრდის მხარდამჭერი რეფორმები შეიძლება დადებითად აისახოს რეიტინგზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250042156_164:0:2895:2048_1920x0_80_0_0_f1899dfdc5ecb1b60d40bac7bf2e04fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები
Moody's-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა
სააგენტოს ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, 2026 წელს სავალუტო რეზერვები (ოქროს გამოკლებით) გაიზრდება 5,6 მლრდ დოლარამდე
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგნტო Moody's Ratings (Moody's)-მა დაასრულა საქართველოს და ემიტენტთან დაკავშირებული სხვა რეიტინგების პერიოდული გადახედვა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 6%-მდე გაზარდა.
რეიტინგის ძირითადი მოსაზრებები და დასაბუთება შეჯამებულია შემდეგი ფორმით:
საქართველოს გრძელვადიანი ემიტენტის Ba2 რეიტინგი ასახავს ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ საფუძვლებს, რომლებიც მდგრადად რჩება მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად.
რეალური მშპ-ის ზრდამ 2025 წელს საშუალოდ 7,5% შეადგინა, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ანალოგიური ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს 3,6%-ს. ზრდას ხელს უწყობდა ძლიერი შიდა მოთხოვნა, ხელფასების ზრდა, მომსახურების სექტორის ტენდენციები და ინფრასტრუქტურული დანახარჯები, თუმცა შეზღუდვად რჩება არასახარბიელო დემოგრაფია და სოფლის მეურნეობის დაბალი პროდუქტიულობა.
2025 წლის ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, ფისკალური დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 1,2%-მდე (წინა წლის 2,2%-დან), რაც საგადასახადო რეფორმებით იყო განპირობებული. ამან ხელი შეუწყო ვალის ტვირთის კონსოლიდაციას მშპ-ის 34,5%-მდე.
,,საგარეო სექტორში საქონლის ექსპორტის ზრდა 2025 წელს კვლავ ძლიერი იყო, თუმცა პარალელურად გაიზარდა იმპორტიც. სავაჭრო დეფიციტის მცირე ზრდის მიუხედავად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, რაც გამოწვეული იყო ფულადი გზავნილებისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით. ჩვენი შეფასებით, დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 2,9%-მდე (2024 წლის 5,3%-დან) და მომდევნო ორ წელიწადშიც ამ დონესთან ახლოს დარჩება", - ნათქვამია კვლევაში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, 2026 წელს სავალუტო რეზერვები (ოქროს გამოკლებით) გაიზრდება 5,6 მლრდ დოლარამდე და 6,1 მლრდ დოლარამდე 2027 წელს (2025 წლის 4,7 მლრდ დოლარიდან).
რაც შეეხება დაფინანსებას, მთავრობამ წარმატებით მოახდინა ევრობონდების რეფინანსირება, რომელთა დაფარვის ვადა 2026 წლის იანვარში იყო 5,1%-იანი კუპონით.
სააგენტო Moody’s-მა ასევე აღნიშნა „შუა დერეფნის" როლი საქართველოს საგარეო ეკონომიკურ სექტორზე.
,,შუა დერეფნის გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ გააძლიერა საქართველოს საგარეო სექტორი”, - წერს Moody’s-ი.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს საკრედიტო პროფილი მხარდაჭერილია ეკონომიკური სიძლიერის „baa2” შეფასებით (მაღალი ზრდა, საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, შედარებით მაღალი უმუშევრობა).
ინსტიტუტებისა და მმართველობის შეფასება „baa3” ასახავს ძლიერ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ ჩარჩოებს. ფისკალური სიძლიერის „a3” შეფასება ასახავს შედარებით დაბალ ვალსა და მის ხელსაყრელ სტრუქტურას.
როგორც Moody’s-ი აღნიშნავს, პერსპექტივა შეიძლება გახდეს სტაბილური, თუ პოლიტიკური რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება და გაუმჯობესდება ინსტიტუციური გარემო. ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და პროდუქტიულობის ზრდის მხარდამჭერი რეფორმები შეიძლება დადებითად აისახოს რეიტინგზე.