https://sputnik-georgia.com/20260330/miwis-resursebis-monacemta-ertiani-baza-sheiqmna-297872137.html
საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა
საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა
Sputnik საქართველო
მიწის რესურსების მონაცემთა ბაზა სახელმწიფოსა და ბიზნესს რისკების შემცირებაში დაეხმარება 30.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-30T14:47+0400
2026-03-30T14:47+0400
2026-03-30T14:47+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23733/57/237335704_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_09dfd09edea33de7600c69ee24900bb5.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. მიწის მონაცემთა ერთიანი ბაზა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას ზუსტად დაგეგმოს პროგრამები და სწორად მართოს არსებული რესურსი, ბიზნესსა და ფერმერებს კი ეხმარება თავიდან აიცილონ არასწორი ინვესტიციები და რისკები, ნათქვამია მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 20-წლიანი ინტერვალის შემდეგ საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ მონაცემებს მოიცავს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით შექმნილი მიწის ფონდის შესახებ მონაცემები მაღალ სანდოობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის მიწის რესურსების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს. მისი თქმით, შეიძლება სახელმწიფომ მიზნად დაისახოს გარკვეული პროგრამის განხორციელება, მაგრამ რეალურად იმ დარგში შესაძლებლობა არ აღმოჩნდეს. „მაგალითად, დასავლეთ საქართველოში შეიძლება მეტი მიწის დამუშავების სურვილი გაჩნდეს და პროგრამები დაფინანსდეს, მაგრამ რეალურად იქ იყოს დაჭაობებული ადგილები, რომლებიც დაშრობას მოითხოვს. ზუსტი მონაცემის გარეშე შეიძლება სახელმწიფომ ფერმერებს შესთავაზოს ისეთი პროგრამა, რომლის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ, მონაცემთა ბაზა საშუალებას იძლევა, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა სწორად დაგეგმოს მომავალი საქმიანობა“ - განაცხადა მიშელაძემ. როგორც მიშელაძემ აღნიშნა, მონაცემთა ბაზა ფასდაუდებელია სამეცნიერო წრეებისთვის. ყოველწლიური დაკვირვება საშუალებას იძლევა დინამიკაში დავინახოთ, სად მოხდა მიწების გატყევება ან პირიქით, სად დაბრუნდა ათვისებული მიწა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში, დასძინა მან.მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე, ხოლო საქართველოს მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის ინტერაქტიული რუკა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23733/57/237335704_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_3001c3e4d7d495e17ff97dd0f0982bcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა
მიწის რესურსების მონაცემთა ბაზა სახელმწიფოსა და ბიზნესს რისკების შემცირებაში დაეხმარება
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. მიწის მონაცემთა ერთიანი ბაზა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას ზუსტად დაგეგმოს პროგრამები და სწორად მართოს არსებული რესურსი, ბიზნესსა და ფერმერებს კი ეხმარება თავიდან აიცილონ არასწორი ინვესტიციები და რისკები, ნათქვამია მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20-წლიანი ინტერვალის შემდეგ საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ მონაცემებს მოიცავს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით შექმნილი მიწის ფონდის შესახებ მონაცემები მაღალ სანდოობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის მიწის რესურსების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს.
„ნებისმიერი საქმიანობა მიწას ეფუძნება. პირველ რიგში, ეს სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი, რათა იცოდეს, რა რესურსი აქვს და ამის მიხედვით დაგეგმოს სახელმწიფო პროგრამები“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.
მისი თქმით, შეიძლება სახელმწიფომ მიზნად დაისახოს გარკვეული პროგრამის განხორციელება, მაგრამ რეალურად იმ დარგში შესაძლებლობა არ აღმოჩნდეს.
„მაგალითად, დასავლეთ საქართველოში შეიძლება მეტი მიწის დამუშავების სურვილი გაჩნდეს და პროგრამები დაფინანსდეს, მაგრამ რეალურად იქ იყოს დაჭაობებული ადგილები, რომლებიც დაშრობას მოითხოვს. ზუსტი მონაცემის გარეშე შეიძლება სახელმწიფომ ფერმერებს შესთავაზოს ისეთი პროგრამა, რომლის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ, მონაცემთა ბაზა საშუალებას იძლევა, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა სწორად დაგეგმოს მომავალი საქმიანობა“ - განაცხადა მიშელაძემ.
მიწის ფონდის ერთიანი ბაზა მოიცავს ორ მიმართულებას: სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ მონაცემებს. სასოფლო-სამეურნეო მიწები გაყოფილია ერთწლიან და მრავალწლიანი კულტურებით დაფარულ ფართობებად, რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო ნაწილს, აქ მონაცემები წარმოდგენილია მრავალი მიმართულებით: ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, წყლის ფონდის, მყინვარების, ტბების, ურბანული ტერიტორიების შესახებ და სხვა. მოცემულია საქართველოს მიწის ფონდის სრული სურათი დანიშნულებისა და კატეგორიის მიხედვით.
როგორც მიშელაძემ აღნიშნა, მონაცემთა ბაზა ფასდაუდებელია სამეცნიერო წრეებისთვის. ყოველწლიური დაკვირვება საშუალებას იძლევა დინამიკაში დავინახოთ, სად მოხდა მიწების გატყევება ან პირიქით, სად დაბრუნდა ათვისებული მიწა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში, დასძინა მან.
მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს
ვებგვერდზე, ხოლო საქართველოს მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის ინტერაქტიული რუკა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიულ საინფორმაციო
პორტალზე.