კობახიძე: ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა მარკო რუბიოსთან

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2026
გამოწერა
აღნიშნულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.
თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ნაყოფიერი საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე თავად საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაავრცელა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუბიოსთან საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.
„პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას. გამოვხატეთ მზადყოფნა საქართველო-აშშ-ის კავშირების გაძლიერებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის განვითარების მიმართ“, - დაწერა კობახიძემ.
აღნიშნულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, - ნათქვამია აშშ-ის სახდეპარტამენტის განცხადებაში.
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, აშშ-ს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ჩარჩოები ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არა აქვს. მისი თქმით, თეთრი სახლი დღეს დაკავებულია გლობალური საკითხებით, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, საქართველო კი ჯერჯერობით პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
გასულ კვირაში თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი ინვესტორთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფანზე" და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0