მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უშაკოვი: აშშ-მ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე საინტერესო წინადადებები წამოაყენა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიიური უშაკოვი
იური უშაკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2026
გამოწერა
წელს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა, აშშ-ის მონაწილეობით, მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს. პირველი ორი აბუ-დაბიში, მესამე კი ა ჟენევაში გაიმართა.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ვაშინგტონმა უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად რიგი საინტერესო წინადადებები წამოაყენა, თუმცა ისინი ჯერ არ განხორციელებულა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
„აშშ-მ არაერთი საკმაოდ საინტერესო, მე ვიტყოდი, სასარგებლო იდეა და წინადადება წამოაყენა, მაგრამ ჯერჯერობით ისინი არ განხორციელებულა", - განაცხადა უშაკოვმა Вести-სთან.
მას მიაჩნია, რომ აშშ-ს რეალურად შეუძლია „ზეწოლა მოახდინოს“ კიევზე.
რუსეთის ლიდერის თანაშემწემ ასევე უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ შეუძლიათ ამერიკელებს კიევისგან ალასკის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შესრულება მოითხოვონ.
„იცით, შესაძლოა, საიდუმლოს ვამხელ, მაგრამ სწორედ ამისკენ მოვუწოდებთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. ახლა ეს არის საჭირო“, - გააცხადა მან.
უშაკოვმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას იყენებს გამონათქვამს „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“ - რუსეთი 100%-ით მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა.
წელს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა, აშშ-ის მონაწილეობით, მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს. პირველი ორი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს გაიმართა. მესამე შეხვედრა ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა. ყველა შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
მოსკოვში აღნიშნეს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარე, მათ შორის რუსეთი, დაინტერესებულია მათი გაგრძელებით და რომ ეს ფორმატი უნდა გაგრძელდეს. თუმცა, კრემლში აღნიშნეს, რომ უკრაინის მოლაპარაკებებში რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება.
ყველა ახალი ამბავი
0