https://sputnik-georgia.com/20260329/slovaketma-sheizleba-rusetis-winaagmdeg-axali-sanqciebi-dablokos-297850816.html
სლოვაკეთმა უნგრეთის მსგავსად, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაბლოკოს
სლოვაკეთმა უნგრეთის მსგავსად, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაბლოკოს
Sputnik საქართველო
უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობსადენ „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი 2026 წლის 27 იანვარს შეჩერდა. ოფიციალურმა კიევმა აღნიშნული გადაწყვეტილება... 29.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-29T15:37+0400
2026-03-29T15:37+0400
2026-03-29T19:52+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
სლოვაკეთი
უნგრეთი
ევროკომისია
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/16/285812148_489:208:2700:1452_1920x0_80_0_0_90efe2a82216605734e2845bec2848bc.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ რაუნდს, თუ ევროკომისია ნავთობსადენ „დრუჟბას“ გავლით ნავთობის ტრანზიტის შეჩერებაში უკრაინას მხარს დაუჭერს. შესაბამისი განცხადება ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.სლოვაკეთი ასევე მხარს არ დაუჭერს ევროკომისიას „უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას აუცილებელი მოთხოვნების შეუსრულებლობის გარეშე“, დასძინა ფიცომ. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის მიერ შეჩერებული „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ნაკადის აღდგენის საკითხი გავლენას ახდენს არა მხოლოდ სლოვაკეთსა და უნგრეთზე, არამედ მთელ ცენტრალურ ევროპაზე. მისი თქმით, მილსადენის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს საწვავის ფასების ამჟამინდელი ზრდის თავიდან აცილებას.ნავობსადენი „დრუჟბა"უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობსადენ „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი 2026 წლის 27 იანვარს შეჩერდა. ოფიციალურმა კიევმა აღნიშნული გადაწყვეტილება მილსადენის ინფრასტრუქტურის დაზიანებით ახსნა.ბრატისლავა და ბუდაპეშტი ამაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ, მათ არაერთხელ მოუწოდეს ევროკომისიას, იპოვოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.გარდა ამისა, უნგრეთმა რიგი საპასუხო ზომები მიიღო: შეაჩერა უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდება, დაბლოკა ევროკავშირის მიერ კიევისთვის გაცემული 90 მლრდ ევროს ოდენობის კრედიტი და რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესება. როგორც უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, უნგრეთი შანტაჟს არ წამოეგება და აუცილებლად გაარღვევს უკრაინის მიერ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსეთიდან ნავთობის ტრანზიტის ბლოკადას.
სლოვაკეთი
უნგრეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/16/285812148_74:0:2805:2048_1920x0_80_0_0_b3682b8ad3de4b79e2b4ef3b56062542.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, სლოვაკეთი , უნგრეთი, ევროკომისია, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, სლოვაკეთი , უნგრეთი, ევროკომისია, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
სლოვაკეთმა უნგრეთის მსგავსად, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაბლოკოს
15:37 29.03.2026 (განახლებულია: 19:52 29.03.2026) უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობსადენ „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი 2026 წლის 27 იანვარს შეჩერდა. ოფიციალურმა კიევმა აღნიშნული გადაწყვეტილება მილსადენის ინფრასტრუქტურის დაზიანებით ახსნა.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ რაუნდს, თუ ევროკომისია ნავთობსადენ „დრუჟბას“ გავლით ნავთობის ტრანზიტის შეჩერებაში უკრაინას მხარს დაუჭერს. შესაბამისი განცხადება ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„თუ ევროკომისია უკრაინას სლოვაკეთზე მაღლა დააყენებს, მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ჩვენი მხარდაჭერის დავიწყება მოუწევს. სლოვაკეთი არც აუცილებელი მოთხოვნების შეუსრულებლობით უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთი ასევე მხარს არ დაუჭერს ევროკომისიას „უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას აუცილებელი მოთხოვნების შეუსრულებლობის გარეშე“, დასძინა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის მიერ შეჩერებული „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ნაკადის აღდგენის საკითხი გავლენას ახდენს არა მხოლოდ სლოვაკეთსა და უნგრეთზე, არამედ მთელ ცენტრალურ ევროპაზე. მისი თქმით, მილსადენის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს საწვავის ფასების ამჟამინდელი ზრდის თავიდან აცილებას.
უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობსადენ „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი 2026 წლის 27 იანვარს შეჩერდა. ოფიციალურმა კიევმა აღნიშნული გადაწყვეტილება მილსადენის ინფრასტრუქტურის დაზიანებით ახსნა.
ბრატისლავა და ბუდაპეშტი ამაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ, მათ არაერთხელ მოუწოდეს ევროკომისიას, იპოვოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
გარდა ამისა, უნგრეთმა რიგი საპასუხო ზომები მიიღო: შეაჩერა უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდება, დაბლოკა ევროკავშირის მიერ კიევისთვის გაცემული 90 მლრდ ევროს ოდენობის კრედიტი და რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესება. როგორც უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, უნგრეთი შანტაჟს არ წამოეგება და აუცილებლად გაარღვევს უკრაინის მიერ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსეთიდან ნავთობის ტრანზიტის ბლოკადას.