https://sputnik-georgia.com/20260329/saqartvelom-lietuva-daamarcxa-297858666.html
მიქაუტაძის დუბლმა საქართველოს ნაკრებს ლიეტუვასთან მატჩში გამარჯვება მოუტანა
მიქაუტაძის დუბლმა საქართველოს ნაკრებს ლიეტუვასთან მატჩში გამარჯვება მოუტანა
Sputnik საქართველო
ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო 29.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-29T19:00+0400
2026-03-29T19:00+0400
2026-03-29T19:55+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/10/295806311_0:200:2929:1848_1920x0_80_0_0_7b7af3a8a571cc26a4cbe0a529f1f8aa.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა ლიეტუვის საფეხბურთო ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ანგარიშით 2:0 გამარჯვებით დაასრულა.კაუნასში გამართულ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა.აღნიშნულ მატჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.ისრაელთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა – მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად ლაშა დვალი გამოჩნდა, მარცხენა ფლანგზე გიორგი წიტაიშვილი ირაკლი აზაროვმა შეცვალა, ხოლო ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილისა და ნიკა გაგნიძის ნაცვლად ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი გავიდნენ მოედანზე.პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და მასპინძლები ძელმა გადაარჩინა.მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ იხსნა საქართველოს ნაკრები – პირველად ბალტიისპირელთა კაპიტნის, იუსტას ლასიცკასის სახიფათო დარტყმის შემდეგ, ხოლო მეორედ მწვავე ფლანგური გადაცემა ჩაჭრა.საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი 71-ე წუთზე გაიტანა. გიორგი მიქაუტაძემ მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა. 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის გადაცემით დუბლი შეასრულა და 23 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების დავაში ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწრო, შოთა არველაძეს კი მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/10/295806311_99:0:2830:2048_1920x0_80_0_0_2c11c6cb23c9edc8083e9fc163579a4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მიქაუტაძის დუბლმა საქართველოს ნაკრებს ლიეტუვასთან მატჩში გამარჯვება მოუტანა
19:00 29.03.2026 (განახლებულია: 19:55 29.03.2026) ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა ლიეტუვის საფეხბურთო ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ანგარიშით 2:0 გამარჯვებით დაასრულა.
კაუნასში გამართულ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა.
აღნიშნულ მატჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.
ისრაელთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა – მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად ლაშა დვალი გამოჩნდა, მარცხენა ფლანგზე გიორგი წიტაიშვილი ირაკლი აზაროვმა შეცვალა, ხოლო ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილისა და ნიკა გაგნიძის ნაცვლად ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი გავიდნენ მოედანზე.
პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და მასპინძლები ძელმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ იხსნა საქართველოს ნაკრები – პირველად ბალტიისპირელთა კაპიტნის, იუსტას ლასიცკასის სახიფათო დარტყმის შემდეგ, ხოლო მეორედ მწვავე ფლანგური გადაცემა ჩაჭრა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი 71-ე წუთზე გაიტანა. გიორგი მიქაუტაძემ მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა. 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის გადაცემით დუბლი შეასრულა და 23 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების დავაში ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწრო, შოთა არველაძეს კი მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება.