ქორწინება და განქორწინება საქართველოში: გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსიძე-პატარძალი
სიძე-პატარძალი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2026
გამოწერა
ქორწინების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში დაფიქსირდა.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინებების რიცხვმა 22. 285 შეადგინა, რაც 2,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებში.
საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის ცერემონია მარტივი და უფასოა თუ საზეიმო ცერემონია არ იმართება და ქორწინების რეგისტრაცია შედგება იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში. იუსტიციის სახლში დაქორწინებისთვის საკმარისია ამ დაწესებულებაში ანკეტის შევსება და ორი მოწმის წარდგენა. ცერემონია იმართება რეგისტრაციის განაცხადის შეტანის დღევე.
„საქსტატის" მონაცემებით, რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობით თბილისი ლიდერობს, შემდეგ მოდის აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონები - საქართველოში პირველი ქორწინების რეგისტრაციის საშუალო ასაკი ქალებისთვის 29,9 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის 32,2 წელი.
რაც შეეხება განქორწინებებს, რიცხვი 2024 წლის მონაცემებთან შედარებით 2,6%-ით შემცირდა და 13.173 შეადგინა.
საქართველოში ურთიერთშეთანხმებით განქორწინება ასევე სწრაფი პროცედურაა, რომელიც არ საჭიროებს სასამართლოსთვის მიმართვას. დანარჩენ შემთხვევებში, მათ შორის ქონების გაყოფისა და ალიმენტის გადახდის შემთხვევაში, ან თუ ერთ-ერთი მხარე არ ეთანხმება, განქორწინება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ფორმდება.
ყველა ახალი ამბავი
0