სასიკვდილო სილამაზე: მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში მდინარე
სასიკვდილო სილამაზე: მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში მდინარე
Sputnik საქართველო
ხშირად ამბობენ, რომ წყალი სიცოცხლეა, მაგრამ ზოგჯერ ის დაუნდობელ მტაცებლად იქცევა. Sputnik-ის ფოტოგალერეაში იხილეთ პლანეტის ყველაზე საშიში მდინარეების ფოტოები. 29.03.2026-ს, Sputnik საქართველო
მდინარეებში სილამაზისა და სიმშვიდის დანახვას შევეჩვიეთ, თუმცა ამ მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა რეალური საფრთხე იმალება. გლუვი ზედაპირი და თვალწარმტაცი პეიზაჟები შეიძლება სატყუარა გახდეს, რადგანაც ეს წყლები დაუნდობელია. დინება შეიძლება უფრო სწრაფი იყოს, ვიდრე ადამიანს შეუძლია რეაგირება, ტემპერატურა - დაბალი, ფსკერი კი შესაძლოა მოულოდნელად ფეხქვეშ გამოგეცალოს.
ხშირად ამბობენ, რომ წყალი სიცოცხლეა, მაგრამ ზოგჯერ ის დაუნდობელ მტაცებლად იქცევა. Sputnik-ის ფოტოგალერეაში იხილეთ პლანეტის ყველაზე საშიში მდინარეების ფოტოები.
მდინარეებში სილამაზისა და სიმშვიდის დანახვას შევეჩვიეთ, თუმცა ამ მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა რეალური საფრთხე იმალება. გლუვი ზედაპირი და თვალწარმტაცი პეიზაჟები შეიძლება სატყუარა გახდეს, რადგანაც ეს წყლები დაუნდობელია. დინება შეიძლება უფრო სწრაფი იყოს, ვიდრე ადამიანს შეუძლია რეაგირება, ტემპერატურა - დაბალი, ფსკერი კი შესაძლოა მოულოდნელად ფეხქვეშ გამოგეცალოს.
ჩინეთში მდებარე მდინარე იანძი მსოფლიოს უდიდეს მდინარეთა შორის მესამე ადგილს იკავებს. მდინარის წყლები ძლიერ დაბინძურებულია სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
მოსტარში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) მდებარე მდინარე ნერეტვა საშიშია, პირველ რიგში, უკიდურესად ცივი წყლის (ზაფხულშიც კი ტემპერატურა ხშირად არ აღემატება +10–12°C-ს), ძლიერი დინებებისა და სიღრმის გამო.
მდინარე ნილოსი საშიშია არა მხოლოდ მისი ბინადრების - ნიანგებისა და ჰიპოპოტამების, არამედ პარაზიტებისა და ინფექციების მაღალი რისკის გამო. მდინარის წყლები ძლიერ დაბინძურებულია სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
„პოროროკას“ ტალღა -არის გიგანტური ტალღა, რომელიც მდინარე ამაზონის მდინარის შესართავთან ატლანტიკის ოკეანეში ჩადინებისას წარმოიქმნება. 3-7 მეტრის სიმაღლის ტალღა დინების საპირისპიროდ 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ამ საშიშ, მაგრამ ექსტრემალური სპორტის მოყვარულთა შორის პოპულარულ ფენომენს ხშირად „ჭექა-ქუხილიან წყალს“ უწოდებენ.
ამაზონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდინარეა უნიკალური ფაუნის (მათ შორის პირანიების, კაიმანების, ანაკონდების და შხამიანი თევზების) და არაპროგნოზირებადი ელემენტების უნიკალური კომბინაციის გამო. მდინარის მთავარ საფრთხეებს შორისაა სასიკვდილო ინფექციები, პარაზიტები და მალარიის გადამტანი კოღოები, ასევე ძლიერი დინებები, სიღრმე და წყლის დონის სეზონური რყევები, რაც მას ცურვისთვის უკიდურესად სარისკოს ხდის.
კონგოს მდინარე ყველაზე ღრმა (200 მეტრზე მეტი) და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდინარეა ძლიერი მორევების, სწრაფი დინებებისა და სიღრმის არაპროგნოზირებადი ცვლილებების გამო.
ესპანეთში მდებარე რიო-ტინტოს მდინარე საშიშია უკიდურესად მაღალი მჟავიანობის (pH ~2) და მძიმე მეტალების (რკინა, სპილენძი, დარიშხანი) მაღალი კონცენტრაციის გამო.
მდინარე ჩიტარული, რომელიც ინდონეზიაში, დასავლეთ იავაში მიედინება, საყოველთაოდ მიიჩნევა მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ. 300 კმ-იანი მდინარე საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების უკიდურესი სიმრავლით გამოირჩევა, რაც მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ინდუსტრიულმა ბუმმა გამოიწვია.
გარემოსდამცველი აქტივისტები მდინარე განგში პლაკატებით დგანან, რათა გააპროტესტონ მდინარის წყლის დაბინძურება ტყავის მრეწველობის ნარჩენებით (კალკუტა, ინდოეთი).
ჰიპოპოტამები ზამბეზის მდინარეზე, ზიმბამბვეში. მდინარე საშიშია არა მხოლოდ მისი ბინადრების - ნიანგებისა და ხარის ზვიგენების გამო, არამედ უკიდურესად მღელვარე, მე-5 დონის ჩქერების გამო, რაც ჯომარდობას სარისკოს ხდის.