როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა
ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2026
გამოწერა
2026 წლის თებერვალში, 2026 წლის იანვართან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,4%-ით გაიზარდა.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2026 წლის თებერვალში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,7%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 10,3%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 34,2%-ით.
2026 წლის თებერვალში, 2026 წლის იანვართან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,4%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები თებერვალში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა.
ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 3,3%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 4,9%-ით გაიზარდა.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი თებერვალში, 2025 წლის თებერვალთან შედარებით, 8,7%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 49,9%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 2,6%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 1,2%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 1,1%-ით.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2026 წლის თებერვალში 4,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). თებერვალში, იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0