ხვალ მეუფე შიო წირვას აღასრულებს, შემდეგ კი ილია მეორის სულისთვის პანაშვიდი შესრულდება

© photo: Sputnik / Stringerწირვა
წირვა - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2026
გამოწერა
უწმინდესი და 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს.
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ხვალ, 29 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო წირვას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, წირვა 29 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება.
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, ილია II-ის საფლავზე პანაშვიდს სასულიერო პირები მგალობლების თანხლებით 23 მარტიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში გადაიხდიან.
ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება.
მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს აღესრულა. უწმინდესი და უნეტარესი 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. პატრიარქმა სიცოცხლეშივე თავად ინება, რომ სწორედ სიონის ტაძარი ყოფილიყო მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს.
ყველა ახალი ამბავი
0