https://sputnik-georgia.com/20260328/baco-axalaias-axali-braldeba-warudgines-297842698.html
ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდება წარუდგინეს
ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდება წარუდგინეს
Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ღია სასამართლო სხდომაზე ბაჩანა ახალაიამ სიტყვით გამოსვლისას ღიად მოუწოდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ 28.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-28T11:27+0400
2026-03-28T11:27+0400
2026-03-28T11:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩანა ახალაიას, სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბრალი წარუდგინა.ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 10 მარტს აღიძრა. საქმე ეხება სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერს, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, თუ როგორ მოუწოდებს ახალაია მთავრობის ნებისმიერი საშუალებით დამხობისკენ.გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გარდა ამისა, ბაჩო ახალაიამ 2025 წლის 4 ოქტომბრის, არჩევნების დღეს მომხდარი მოვლენებისადმი მიძღვნილ 16 თებერვლის მოსმენებზეც განაცხადა, რომ მთავრობა დასამხობია.სისხლის სამართლის საქმეები ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ2025 წლის დეკემბრის ბოლოს ახალაია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის 4 ოქტომბერს მცდელობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს. ის ამჟამად პატიმრობაშია.გამოძიების ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს.ამ საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩო ახალაიას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ახალაია 2013 წელს დააკავეს და ის 9 წლის შემდეგ, 2022 წლის მარტში გათავისუფლდა.ექს-მინისტრს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან გაამართლეს ორ საქმეში – „სამხედროების წამება და არაადამიანური მოპყრობა“ და „სპეცრაზმელების წამება და დამამცირებელი მოპყრობა“. ერთ-ერთ საქმეზე – 2006 წლის „ციხის ბუნტის“ საქმეზე ახალაია მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომლის დროსაც სამი პირის ლიკვიდაცია მოხდა, 2014 წელს ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.2018 წელს კი იგი დამნაშავედ ცნეს შპიონაჟში ბრალდებული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში, რის შედეგადაც თეთრაძე დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, საქართველოს პროკურატურა
ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდება წარუდგინეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ღია სასამართლო სხდომაზე ბაჩანა ახალაიამ სიტყვით გამოსვლისას ღიად მოუწოდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩანა ახალაიას, სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბრალი წარუდგინა.
ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 10 მარტს აღიძრა. საქმე ეხება სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერს, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, თუ როგორ მოუწოდებს ახალაია მთავრობის ნებისმიერი საშუალებით დამხობისკენ.
გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.
ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ბაჩო ახალაიამ 2025 წლის 4 ოქტომბრის, არჩევნების დღეს მომხდარი მოვლენებისადმი მიძღვნილ 16 თებერვლის მოსმენებზეც განაცხადა, რომ მთავრობა დასამხობია.
სისხლის სამართლის საქმეები ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ
2025 წლის დეკემბრის ბოლოს ახალაია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის 4 ოქტომბერს მცდელობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს. ის ამჟამად პატიმრობაშია.
გამოძიების ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს.
ამ საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩო ახალაიას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ახალაია 2013 წელს დააკავეს და ის 9 წლის შემდეგ, 2022 წლის მარტში გათავისუფლდა.
ექს-მინისტრს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან გაამართლეს ორ საქმეში – „სამხედროების წამება და არაადამიანური მოპყრობა“ და „სპეცრაზმელების წამება და დამამცირებელი მოპყრობა“. ერთ-ერთ საქმეზე – 2006 წლის „ციხის ბუნტის“ საქმეზე ახალაია მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომლის დროსაც სამი პირის ლიკვიდაცია მოხდა, 2014 წელს ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.
2018 წელს კი იგი დამნაშავედ ცნეს შპიონაჟში ბრალდებული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში, რის შედეგადაც თეთრაძე დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.