https://sputnik-georgia.com/20260327/ra-zegavlenas-axdens-ukrainis-krizisi-saqartveloze-297834862.html
რა ზეგავლენას ახდენს უკრაინის კრიზისი საქართველოზე: მრგვალი მაგიდის შედეგები - ვიდეო
რა ზეგავლენას ახდენს უკრაინის კრიზისი საქართველოზე: მრგვალი მაგიდის შედეგები - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისში მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინის კრიზისი - გავლენა საქართველოზე და შედეგები მსოფლიოსთვის“ გაიმართა - შეხვედრა, ტრადიციულად, გაზეთი „სვობოდნაია გრუზიას"... 27.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-27T15:37+0400
2026-03-27T15:37+0400
2026-03-27T17:12+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1b/297834656_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_0d6d8b2797a887525992ad09a6062094.jpg
მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკვანძო საკითხები, 2022 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის ცვლილებები და კრიზისის გავლენა საქართველოზე.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის ეკონომიკური კავშირების ტრანსფორმაციას რუსეთთან, უკრაინასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე გლობალური წესრიგის ცვლილებებსა და საქართველოს შესაძლო სტრატეგიას მზარდი საერთაშორისო პოლარიზაციის პირობებში.ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს დასავლეთთან დაძაბულობის ფონზე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე. მათი თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებს შორის დიალოგის განვითარებაში, რაც ხელს უწყობს არსებული პრობლემების გამოვლენას და სამომავლო თანამშრომლობისთვის საერთო ენის გამონახვას.აღინიშნა, რომ დღეს პოლიტიკოსები აქტიურად ადევნებენ თვალს არა მხოლოდ ტრადიციულ მედიას, არამედ სოციალურ ქსელებსაც, ამიტომაც ასეთ პლატფორმებზე გაჟღერებული მოსაზრებები, დიდი ალბათობით, უფრო მეტად რეზონანსული ხდება.„ის, რომ დღეს პოლიტიკოსები არა მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ, არამედ სოციალურ მედიასაც ადევნებენ თვალს - რეალობაა. ის, რომ ჩვენ შევძლებთ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და სურვილი - ვიაროთ სწორი გზით, ვფიქრობ, წარმატებული იქნება. ასეთი დიალოგების აუცილებლობა ყოველთვის იყო. დღეს შეხვედრას ესწრებოდნენ შესანიშნავი პოლიტოლოგები, კონფლიქტოლოგები, ძალზე საინტერესო ადამიანები, ანალიტიკოსები. ვფიქრობ, მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოებამ უნდა მოისმინოს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა და კონფლიქტოლოგმა ლალი მოროშკინამ ინტერვიუში.მონაწილეები ასევე შეეხნენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემას. ექსპერტებმა აღნიშნეს ის ფაქტი, რომ გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“ გამოცდილი პოლიტოლოგების მოწვევითა და მოსაზრებების ღია გაცვლისთვის პლატფორმის შექმნით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგის აღდგენაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1b/297834656_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_8fc0f0de6717199cc9b49e6f97863aeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, პოლიტიკა საქართველოში, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, პოლიტიკა საქართველოში, видео
რა ზეგავლენას ახდენს უკრაინის კრიზისი საქართველოზე: მრგვალი მაგიდის შედეგები - ვიდეო
15:37 27.03.2026 (განახლებულია: 17:12 27.03.2026) თბილისში მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინის კრიზისი - გავლენა საქართველოზე და შედეგები მსოფლიოსთვის“ გაიმართა - შეხვედრა, ტრადიციულად, გაზეთი „სვობოდნაია გრუზიას" ორგანიზებით ჩატარდა.
მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკვანძო საკითხები, 2022 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის ცვლილებები და კრიზისის გავლენა საქართველოზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის ეკონომიკური კავშირების ტრანსფორმაციას რუსეთთან, უკრაინასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე გლობალური წესრიგის ცვლილებებსა და საქართველოს შესაძლო სტრატეგიას მზარდი საერთაშორისო პოლარიზაციის პირობებში.
ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს დასავლეთთან დაძაბულობის ფონზე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე. მათი თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებს შორის დიალოგის განვითარებაში, რაც ხელს უწყობს არსებული პრობლემების გამოვლენას და სამომავლო თანამშრომლობისთვის საერთო ენის გამონახვას.
აღინიშნა, რომ დღეს პოლიტიკოსები აქტიურად ადევნებენ თვალს არა მხოლოდ ტრადიციულ მედიას, არამედ სოციალურ ქსელებსაც, ამიტომაც ასეთ პლატფორმებზე გაჟღერებული მოსაზრებები, დიდი ალბათობით, უფრო მეტად რეზონანსული ხდება.
„ის, რომ დღეს პოლიტიკოსები არა მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ, არამედ სოციალურ მედიასაც ადევნებენ თვალს - რეალობაა. ის, რომ ჩვენ შევძლებთ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და სურვილი - ვიაროთ სწორი გზით, ვფიქრობ, წარმატებული იქნება. ასეთი დიალოგების აუცილებლობა ყოველთვის იყო. დღეს შეხვედრას ესწრებოდნენ შესანიშნავი პოლიტოლოგები, კონფლიქტოლოგები, ძალზე საინტერესო ადამიანები, ანალიტიკოსები. ვფიქრობ, მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოებამ უნდა მოისმინოს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა და კონფლიქტოლოგმა ლალი მოროშკინამ ინტერვიუში.
მონაწილეები ასევე შეეხნენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემას. ექსპერტებმა აღნიშნეს ის ფაქტი, რომ გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“ გამოცდილი პოლიტოლოგების მოწვევითა და მოსაზრებების ღია გაცვლისთვის პლატფორმის შექმნით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგის აღდგენაში.