https://sputnik-georgia.com/20260327/qartuli-filmi-da-qartuli-kino-distribucia-tanamsromlobaze-setanxmdnen-297820499.html
"ქართული ფილმი" და "ქართული კინო დისტრიბუცია" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
"ქართული ფილმი" და "ქართული კინო დისტრიბუცია" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
დაგეგმილია 3.500-მდე მხატვრული და 27.000-მდე დოკუმენტური და საარქივო მასალის გაციფრულება. 27.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-27T09:33+0400
2026-03-27T09:33+0400
2026-03-27T09:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24370/95/243709513_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_18aba1ca6153f3653335709d438755ca.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, სს "ქართულ ფილმსა" და შპს "ქართულ კინო დისტრიბუციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ, სს "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ხათუნა ხუნდაძემ, შპს "ქართული კინო დისტრიბუციის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ალექსანდრე გვარიშვილმა და ამავე კომპანიის დირექტორმა ოთარ ლითანიშვილმა. თანამშრომლობის ფარგლებში, ეტაპობრივად განხორციელდება კინომემკვიდრეობის მასშტაბური აღდგენა-გაციფრულება და მისი ერთიან ციფრულ პლატფორმაზე განთავსება. დაგეგმილია 3.500-მდე მხატვრული და 27.000-მდე დოკუმენტური და საარქივო მასალის გაციფრულება. განსაკუთრებული მნიშვნელობის კინომასალა აღდგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ არქივში დაცული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე არ არის გაციფრულებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი ერთადერთი ეგზემპლარია და ფიზიკური დაზიანების მაღალი რისკის ქვეშაა. ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის წამყვანი კინოარქივების გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფს როგორც კინომემკვიდრეობის ხელმისაწვდომობას, ისე ლიცენზირების, საავტორო უფლებების დაცვისა და მასალების სისტემატიზაციის ეფექტიან მექანიზმებს. სამინისტროში ფიქრობენ, რომ გაციფრულება და ლიცენზირების პლატფორმის შექმნა საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24370/95/243709513_108:0:1836:1296_1920x0_80_0_0_12ca7f6817fcffd9646d63dbd1836993.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
"ქართული ფილმი" და "ქართული კინო დისტრიბუცია" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
დაგეგმილია 3.500-მდე მხატვრული და 27.000-მდე დოკუმენტური და საარქივო მასალის გაციფრულება.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, სს "ქართულ ფილმსა" და შპს "ქართულ კინო დისტრიბუციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ, სს "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ხათუნა ხუნდაძემ, შპს "ქართული კინო დისტრიბუციის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ალექსანდრე გვარიშვილმა და ამავე კომპანიის დირექტორმა ოთარ ლითანიშვილმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, ეტაპობრივად განხორციელდება კინომემკვიდრეობის მასშტაბური აღდგენა-გაციფრულება და მისი ერთიან ციფრულ პლატფორმაზე განთავსება.
დაგეგმილია 3.500-მდე მხატვრული და 27.000-მდე დოკუმენტური და საარქივო მასალის გაციფრულება. განსაკუთრებული მნიშვნელობის კინომასალა აღდგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ არქივში დაცული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე არ არის გაციფრულებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი ერთადერთი ეგზემპლარია და ფიზიკური დაზიანების მაღალი რისკის ქვეშაა.
ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის წამყვანი კინოარქივების გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფს როგორც კინომემკვიდრეობის ხელმისაწვდომობას, ისე ლიცენზირების, საავტორო უფლებების დაცვისა და მასალების სისტემატიზაციის ეფექტიან მექანიზმებს.
სამინისტროში ფიქრობენ, რომ გაციფრულება და ლიცენზირების პლატფორმის შექმნა საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.