https://sputnik-georgia.com/20260326/saqartvelosi-ucxouri-drosis-qves-mcuravi-ori-gemi-dajarimda-297818282.html
საქართველოში უცხოური დროშის ქვეშ მცურავი ორი გემი დააჯარიმეს
საქართველოში უცხოური დროშის ქვეშ მცურავი ორი გემი დააჯარიმეს
Sputnik საქართველო
ლიბერიისა და თურქეთის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. 26.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-26T19:15+0400
2026-03-26T19:15+0400
2026-03-26T19:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ბათუმი
ფოთის მუნიციპალიტეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1b/252139776_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_981bb34b8c0affd7bc84910a662a6905.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ბათუმსა და ფოთში ლიბერიისა და თურქეთის დროშების ქვეშ მცურავი გემები შავი ზღვის დაბინძურების გამო 100 -100 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.მათივე ცნობით, ლიბერიისა და თურქეთის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა გემები სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეულს 100.000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა", - აღნიშულია ინფორმაციაში. გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა. ორივე სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ჯამში დაახლოებით 6 ათასი ლარია. შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. მიმდინარე წელს, კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკვე განხორციელდა 45 გემის ინსპექტირება. გამოვლენილია 5 სამართალდარღვევა. მათ შორის 3 - გემების მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტია. უწყების განცხადებით, ბოლო წლებში გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები შემცირდა, რაც გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1b/252139776_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_88af1debf925359a57be7ee9115cdaec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბათუმი , ფოთის მუნიციპალიტეტი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბათუმი , ფოთის მუნიციპალიტეტი
საქართველოში უცხოური დროშის ქვეშ მცურავი ორი გემი დააჯარიმეს
ლიბერიისა და თურქეთის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ბათუმსა და ფოთში ლიბერიისა და თურქეთის დროშების ქვეშ მცურავი გემები შავი ზღვის დაბინძურების გამო 100 -100 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მათივე ცნობით, ლიბერიისა და თურქეთის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა გემები სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეულს 100.000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.
ორივე სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ჯამში დაახლოებით 6 ათასი ლარია.
შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.
მიმდინარე წელს, კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკვე განხორციელდა 45 გემის ინსპექტირება. გამოვლენილია 5 სამართალდარღვევა. მათ შორის 3 - გემების მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტია.
უწყების განცხადებით, ბოლო წლებში გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები შემცირდა, რაც გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია.