საქართველო მზადაა რუსეთს მხოლოდ ერთ საკითხზე ესაუბროს - „ქართული ოცნების“ დეპუტატი

არჩილ გორდულაძე
არჩილ გორდულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2026
გამოწერა
თბილისის განცხადება გაკეთდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანამშრომლობისთვის მზადყოფნაზე სიგნალების საპასუხოდ
თბილისი, 26 მარტი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა რუსეთთან დიალოგი აწარმოოს მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი არ მოერიდება საქართველოსთან პოლიტიკურ დიალოგს, როდესაც თბილისი ამისთვის მზად იქნება. მისი თქმით, თბილისში „იწყებენ იმის გააზრებას, რომ საქართველოს კეთილდღეობის გასაღები არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესს ტერიტორიების გაერთიანება, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური პროგრესის გარანტიების შექმნა წარმოადგენს.
„ჩვენთვის მთავარია რა უნდა ქართველ ხალხს, რა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ინტერესი. მთავარი ინტერესია ჩვენი ტერიტორიების გაერთიანება, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის წინსვლის გარანტიების შექმნა. ჩვენ ნებისმიერ ქვეყანას ვესაუბრებით თანასწორად და მხოლოდ და მხოლოდ იმის ინტერესებით, რაც საზოგადოებას გააჩნია და რა ლეგიტიმაციითაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ“, - განაცხადა გორდულაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან ურთიერთობების საკითხში უცვლელი რჩება.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის დაწყება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ არის შესაძლებელი.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0