https://sputnik-georgia.com/20260326/ruset-ukrainis-konfliqti-297819349.html
მიმოხილვა: „გერანები“ მიფრინდნენ ლვოვში, ივანო-ფრანკოვსკსა და ტერნოპოლში
მიმოხილვა: „გერანები“ მიფრინდნენ ლვოვში, ივანო-ფრანკოვსკსა და ტერნოპოლში
Sputnik საქართველო
თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ახალი რეკორდი: ერთ დღე-ღამეში 1000 „დარტყმა“. „ბანდერეველთა ნაკრძალზე“... 26.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-26T16:20+0400
2026-03-26T16:20+0400
2026-03-26T16:20+0400
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0d/297129036_0:137:3074:1866_1920x0_80_0_0_23481cea97ae0485c932107c79435d5d.jpg
თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ახალი რეკორდი: ერთ დღე-ღამეში 1000 „დარტყმა“. „ბანდერეველთა ნაკრძალზე“ განხორციელებული იერიშებით რუსეთმა აგრესიულ ევროპელ მეზობლებს შეახსენა უკრაინული პროქსი-ძალების უძლურება, დასავლური საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა და ნატოს ზურგის სტრუქტურების აშკარა მოწყვლადობა.რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 მარტის ღამეს უკრაინაში მოწინააღმდეგის ენერგეტიკულ, ლოგისტიკურ და სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით კომბინირებული დარტყმა მიაყენეს, განსაკუთრებული აქცენტი იყო დასავლეთ რეგიონებსა და ქალაქებზე: ლვოვზე, ივანო-ფრანკოვსკზე, ტერნოპოლზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ღამის „ზალპში“ 34 რაკეტა და 392 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი დაითვალა. შუადღის შემდეგ კი მეორე „ტალღა“ მოვიდა — კიდევ 400-ზე მეტი დრონი. ჯამში, დაახლოებით, 1000 „დარტყმა“ - წინა მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მეტი. კერძოდ, 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის მასირებულ იერიშში 700 დრონი და 52 რაკეტა მონაწილეობდა.შედეგები შთამბეჭდავია: ვინიცაში, ტერნოპოლსა და ივანო-ფრანკოვსკში დაზიანდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ადმინისტრაციული შენობები, სადაც ასევე იმყოფებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლები და ნატოს მრჩევლები. ლვოვის ცენტრში, ბერნარდინელთა მონასტრის კომპლექსზე განხორციელებული მაღალი სიზუსტის დარტყმა დასავლურ სადაზვერვო სტრუქტურებსა და მათ „ბანდერეველ“ მარიონეტებზე იყო მიმართული. მონასტრის სახურავი (სასტუმრო) რუსული შურისძიებისგან ვერ დაიცავს.აღმოჩნდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობები პრიორიტეტული სამიზნეებია კიევში, ჟიტომირში, ზაპოროჟიესა და მოწინააღმდეგის კონტროლირებად სხვა ქალაქებში. გარდა ამისა, პოლტავაში დაზიანდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაბაზა და განადგურდა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სამრეწველო-ლოგისტიკური ცენტრი ქარხანა „ზნამიას“ ტერიტორიაზე. „ისკანდერის“ დარტყმის შემდეგ დაიწყო ნანგრევების გაწმენდა და მასობრივი ჰოსპიტალიზაცია უცხოელი სპეციალისტების, რომლებიც რაკეტებისა და უპილოტო აპარატების წარმოებაში მონაწილეობდნენ.სუმის ოლქში, შოსტკის ადგილობრივებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაზე დარტყმისა და ძლიერი დეტონაციის შესახებ განაცხადეს. ძლიერი აფეთქებები ისმოდა ოდესაშიც. დნეპროპეტროვსკში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. ეს ცეცხლოვანი ქარიშხალი და რუსეთის დღის დარტყმები უკრაინის უშიშროების სამსახურის, კრაინის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ვერანაირი ტელემარათონით ვერ დაიფარება. ამ ფონზე, უკრაინის საჰაერო ძალებმაც კი აღიარეს: ვერცერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა. უმაღლეს რადაშიც და დასავლეთ უკრაინის მოსახლეობაშიც ჩნდება არასასიამოვნო კითხვები ზელენსკისა და მისი „ორკესტრის“ მიმართ.ლვოვის ისტორიულ ცენტრში, ბერნარდინელთა მონასტრის კომპლექსზე რუსეთის დარტყმა სიმბოლურად დატვირთულია. დარტყმამ მიზანს მიაღწია —უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობებზე იერიშების შემდეგ, პოლონეთის ავიაბაზა ჟეშუვში სასწრაფოდ სამი სანიტარული ბორტი ჩავიდა, ნატოს „მოხალისე“ დაჭრილების ევაკუაციისთვის. შემდეგი ეტაპი უფრო მძიმე იქნება, წინააღმდეგობა დესტრუქციულია.მოწინააღმდეგის ობიექტებზე ღრმა ოპერატიულ ზურგში დარტყმებისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო ხშირად გაუმჯობესებულ რაკეტებსა და ახალ დრონს „გერან-5“-ს იყენებენ, რომელსაც ძლიერი საბრძოლო ნაწილი აქვს. მისი სასარგებლო დატვირთვა 130 კგ-მდე გაიზარდა. აპარატი ავითარებს სიჩქარეს 600 კმ/სთ-მდე და შეუძლია მიზნების დაზიანება 1000 კმ-მდე მანძილზე. ასეთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მხოლოდ ცოტას და თანაც,ძალიან ძვირადღირებულ დასავლურ რაკეტებს შეუძლია, რომელთა მარაგიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეზღუდული აქვთ. ერთ რთულ სამიზნეზე, როგორც წესი, ორი-სამი „Patriot“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტა იხარჯება და თითოეულის ღირებულება, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარია. დასავლეთში გამოთვალეს, რომ „გერანები“ შვიდჯერ უფრო იაფი ჯდება. ამიტომ უკრაინა თანდათან „ევროპის უსაფრთხოების ეპიცენტრიდან“, მძიმე ტვირთად გარდაიქმნება.ამავე დროს, ევროკავშირის სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „Patriot“ არაეფექტიანია რუსული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ (რომლებმაც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლა ისწავლეს). ევროპაში „ამერიკელის“ ეფექტიანობას, დაახლოებით, 40 პროცენტად აფასებენ, ხოლო ამერიკელმა სპეციალისტებმა მხოლოდ 5 პროცენტი დაასახელეს. და ეს ნატოს ქვეყნებში საუკეთესო საზენიტო-სარაკეტო სისტემად მიიჩნევა.რუსეთში მოდუნება ჯერ ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ 24 მარტის ჯგუფურმა დარტყმამ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, უკრაინული პროქსი-არმია და დასავლეთის 50-ზე მეტი ქვეყანა კვლავ ცდილობენ, საპასუხო მოქმედებები განახორციელონ და ზიანი მიაყენონ იქ, სადაც ხელი მიუწვდებათ. გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 543 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო აპარატი და ოთხი მართვადი რაკეტა „ნეპტუნი“ ჩამოაგდეს. მოგერიებულია დრონების მეორე შეტევაც ლენინგრადის ოლქში. წინ კიდევ ბევრი რთული საბრძოლო ამოცანაა.მიუხედავად ამისა, ფრონტზე რუსეთის შეტევა აშკარად ჩქარდება. ამერიკული ტელეარხი CNN ადასტურებს „ჯარების აქტიურ გადაჯგუფებას, არტილერიისა და ტაქტიკური ავიაციის გაძლიერებას და უპილოტო სისტემების ფართო გამოყენებას ყველა სექტორში“. რუსეთის არმია წარმატებით ავითარებს ინიციატივას მიმართულებების უმეტესობაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად იუწყება ახალი დასახლებული პუნქტების დაკავების შესახებ. წინ არის ახალი რეკორდები რუსეთის შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღის მასობრივი გამოყენების კუთხით. მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა კი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დასახული მიზნების სამხედრო გზით მიღწევაა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0d/297129036_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_2aba379f37453d3853a9d8bab78cc6b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები
თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ახალი რეკორდი: ერთ დღე-ღამეში 1000 „დარტყმა“. „ბანდერეველთა ნაკრძალზე“ განხორციელებული იერიშებით რუსეთმა აგრესიულ ევროპელ მეზობლებს შეახსენა უკრაინული პროქსი-ძალების უძლურება, დასავლური საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა და ნატოს ზურგის სტრუქტურების აშკარა მოწყვლადობა.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 მარტის ღამეს უკრაინაში მოწინააღმდეგის ენერგეტიკულ, ლოგისტიკურ და სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით კომბინირებული დარტყმა მიაყენეს, განსაკუთრებული აქცენტი იყო დასავლეთ რეგიონებსა და ქალაქებზე: ლვოვზე, ივანო-ფრანკოვსკზე, ტერნოპოლზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ღამის „ზალპში“ 34 რაკეტა და 392 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი დაითვალა. შუადღის შემდეგ კი მეორე „ტალღა“ მოვიდა — კიდევ 400-ზე მეტი დრონი. ჯამში, დაახლოებით, 1000 „დარტყმა“ - წინა მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მეტი. კერძოდ, 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის მასირებულ იერიშში 700 დრონი და 52 რაკეტა მონაწილეობდა.
შედეგები შთამბეჭდავია: ვინიცაში, ტერნოპოლსა და ივანო-ფრანკოვსკში დაზიანდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ადმინისტრაციული შენობები, სადაც ასევე იმყოფებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლები და ნატოს მრჩევლები. ლვოვის ცენტრში, ბერნარდინელთა მონასტრის კომპლექსზე განხორციელებული მაღალი სიზუსტის დარტყმა დასავლურ სადაზვერვო სტრუქტურებსა და მათ „ბანდერეველ“ მარიონეტებზე იყო მიმართული. მონასტრის სახურავი (სასტუმრო) რუსული შურისძიებისგან ვერ დაიცავს.
აღმოჩნდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობები პრიორიტეტული სამიზნეებია კიევში, ჟიტომირში, ზაპოროჟიესა და მოწინააღმდეგის კონტროლირებად სხვა ქალაქებში. გარდა ამისა, პოლტავაში დაზიანდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაბაზა და განადგურდა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სამრეწველო-ლოგისტიკური ცენტრი ქარხანა „ზნამიას“ ტერიტორიაზე. „ისკანდერის“ დარტყმის შემდეგ დაიწყო ნანგრევების გაწმენდა და მასობრივი ჰოსპიტალიზაცია უცხოელი სპეციალისტების, რომლებიც რაკეტებისა და უპილოტო აპარატების წარმოებაში მონაწილეობდნენ.
სუმის ოლქში, შოსტკის ადგილობრივებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაზე დარტყმისა და ძლიერი დეტონაციის შესახებ განაცხადეს. ძლიერი აფეთქებები ისმოდა ოდესაშიც. დნეპროპეტროვსკში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. ეს ცეცხლოვანი ქარიშხალი და რუსეთის დღის დარტყმები უკრაინის უშიშროების სამსახურის, კრაინის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ვერანაირი ტელემარათონით ვერ დაიფარება. ამ ფონზე, უკრაინის საჰაერო ძალებმაც კი აღიარეს: ვერცერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა. უმაღლეს რადაშიც და დასავლეთ უკრაინის მოსახლეობაშიც ჩნდება არასასიამოვნო კითხვები ზელენსკისა და მისი „ორკესტრის“ მიმართ.
ლვოვის ისტორიულ ცენტრში, ბერნარდინელთა მონასტრის კომპლექსზე რუსეთის დარტყმა სიმბოლურად დატვირთულია. დარტყმამ მიზანს მიაღწია —უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობებზე იერიშების შემდეგ, პოლონეთის ავიაბაზა ჟეშუვში სასწრაფოდ სამი სანიტარული ბორტი ჩავიდა, ნატოს „მოხალისე“ დაჭრილების ევაკუაციისთვის. შემდეგი ეტაპი უფრო მძიმე იქნება, წინააღმდეგობა დესტრუქციულია.
მოწინააღმდეგის ობიექტებზე ღრმა ოპერატიულ ზურგში დარტყმებისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო ხშირად გაუმჯობესებულ რაკეტებსა და ახალ დრონს „გერან-5“-ს იყენებენ, რომელსაც ძლიერი საბრძოლო ნაწილი აქვს. მისი სასარგებლო დატვირთვა 130 კგ-მდე გაიზარდა. აპარატი ავითარებს სიჩქარეს 600 კმ/სთ-მდე და შეუძლია მიზნების დაზიანება 1000 კმ-მდე მანძილზე. ასეთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მხოლოდ ცოტას და თანაც,ძალიან ძვირადღირებულ დასავლურ რაკეტებს შეუძლია, რომელთა მარაგიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეზღუდული აქვთ.
ერთ რთულ სამიზნეზე, როგორც წესი, ორი-სამი „Patriot“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტა იხარჯება და თითოეულის ღირებულება, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარია. დასავლეთში გამოთვალეს, რომ „გერანები“ შვიდჯერ უფრო იაფი ჯდება. ამიტომ უკრაინა თანდათან „ევროპის უსაფრთხოების ეპიცენტრიდან“, მძიმე ტვირთად გარდაიქმნება.
ამავე დროს, ევროკავშირის სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „Patriot“ არაეფექტიანია რუსული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ (რომლებმაც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლა ისწავლეს). ევროპაში „ამერიკელის“ ეფექტიანობას, დაახლოებით, 40 პროცენტად აფასებენ, ხოლო ამერიკელმა სპეციალისტებმა მხოლოდ 5 პროცენტი დაასახელეს. და ეს ნატოს ქვეყნებში საუკეთესო საზენიტო-სარაკეტო სისტემად მიიჩნევა.
რუსეთში მოდუნება ჯერ ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ 24 მარტის ჯგუფურმა დარტყმამ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, უკრაინული პროქსი-არმია და დასავლეთის 50-ზე მეტი ქვეყანა კვლავ ცდილობენ, საპასუხო მოქმედებები განახორციელონ და ზიანი მიაყენონ იქ, სადაც ხელი მიუწვდებათ. გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 543 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო აპარატი და ოთხი მართვადი რაკეტა „ნეპტუნი“ ჩამოაგდეს. მოგერიებულია დრონების მეორე შეტევაც ლენინგრადის ოლქში. წინ კიდევ ბევრი რთული საბრძოლო ამოცანაა.
მიუხედავად ამისა, ფრონტზე რუსეთის შეტევა აშკარად ჩქარდება. ამერიკული ტელეარხი CNN ადასტურებს „ჯარების აქტიურ გადაჯგუფებას, არტილერიისა და ტაქტიკური ავიაციის გაძლიერებას და უპილოტო სისტემების ფართო გამოყენებას ყველა სექტორში“. რუსეთის არმია წარმატებით ავითარებს ინიციატივას მიმართულებების უმეტესობაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად იუწყება ახალი დასახლებული პუნქტების დაკავების შესახებ. წინ არის ახალი რეკორდები რუსეთის შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღის მასობრივი გამოყენების კუთხით. მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა კი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დასახული მიზნების სამხედრო გზით მიღწევაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე