მარტოობა: საზოგადოების თანამედროვე პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც - ვიდეო

გამოწერა
მარტოობა საქართველოში, მიუხედავად მჭიდრო ოჯახური კავშირების კულტურისა, აქტუალური პრობლემა ხდება, განსაკუთრებით ქალაქებში. იგი დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებაში სტრესთან, ბევრ ადამიანში იზოლირების გრძნობის გაჩენასთან.
ეკონომიკური ფაქტორები და წყვილთა დაშორების მაღალი დონე პრობლემას აღრმავებს. გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 13 ათასი განქორწინება დაფიქსირდა. დაახლოებით 20 ათასი ქორწინების ფონზე ეს მნიშვნელოვანი ციფრია. ვითარებაზე ასევე მოქმედებს სოციალური ზეწოლა და სტერეოტიპები.
მარტოობა საშიშია იმით, რომ შეიძლება ამან ადამიანი დეპრესიამდე მიიყვანოს, გამოიწვიოს სტრესი, იმუნიტეტის დაქვეითება და ჯამში სხვადასხვა დაავადებების განვითარება, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
ყველა ახალი ამბავი
0