https://sputnik-georgia.com/20260326/man-mteli-epoqa-seqmna-premieri-ilia-meorisa-da-saqartvelos-momavlis-sesaxeb-297814617.html
მან მთელი ეპოქა შექმნა - პრემიერი ილია მეორისა და საქართველოს მომავლის შესახებ
მან მთელი ეპოქა შექმნა - პრემიერი ილია მეორისა და საქართველოს მომავლის შესახებ
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებულ როლს სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ბოლო... 26.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-26T14:57+0400
2026-03-26T14:57+0400
2026-03-26T14:57+0400
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23533/74/235337494_0:103:1380:879_1920x0_80_0_0_5848efa8d4c05805c0342badd5bbd9c4.jpg
თბილისი, 26 მარტი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ შექმნა მთელი ეპოქა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ჩამოყალიბებასა და მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს აღესრულა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. უწმინდესი და უნეტარესი 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ბრძნული რჩევები მრავალი წლის განმავლობაში გავლენას ახდენდა ქვეყანაში მიმდინარე საკვანძო პროცესებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ილია II-ის ცალკეული განცხადებების კრიტიკის მიუხედავად, დროთა განმავლობაში საზოგადოება მათ ღრმა სიბრძნეში დარწმუნდა.„ყოველ კონკრეტულ ვითარებაში პატრიარქის ყველა განცხადება იყო თავიდან ბოლომდე განსაკუთრებული სიბრძნით გამსჭვალული. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის კიდევ ერთხელ მადლიერების გამოხატვა პატრიარქის მიმართ მთელი იმ ღვაწლისთვის, რაც მას ეკლესიის და ჩვენი სამშობლოს წინაშე მიუძღვის“ - განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა ასევე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გლოვის დღეებში გამოჩენილი ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, და ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ეს არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, არამედ ღრმა ფასეულობების გამოვლინება.„ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ეს იყო სიყვარულის ძალიან დიდი მანიფესტი“, - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველოში ცდილობდნენ სიძულვილი დათესვას, რაც არასდროს გამოუვათ.კობახიძემ ასევე დასძინა, რომ წელს საქართველოში აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე, რასაც უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია.პრემიერი ასევე შეეხო პატრიარქის არჩევის პროცესს, რომელიც, მისი თქმით, გარე ჩარევის გარეშე უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილების მიღება მთლიანად წმინდა სინოდს ეკუთვნის.„პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ.მისი თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა ტელეკომპანიებმა, ექსპერტებმა, ენჯეოებმა პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პირდაპირ კამპანია გააჩაღეს, რაც, მისი თქმით, არაჯანსაღი მოვლენაა და მათ საერთოდ არ ეხება.მისი თქმით, მსგავსი მცდელობები ეკლესიის ავტორიტეტის და პატრიარქის როლის დაკნინებისკენაა მიმართული.წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო შეასრულებს - სინოდის სხდომა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა უნდა გაიმართოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23533/74/235337494_15:0:1243:921_1920x0_80_0_0_b1d34447d5b85a0d890ace73263672a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
მან მთელი ეპოქა შექმნა - პრემიერი ილია მეორისა და საქართველოს მომავლის შესახებ
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებულ როლს სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ბოლო 50 წლის განმავლობაში.
თბილისი, 26 მარტი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ შექმნა მთელი ეპოქა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ჩამოყალიბებასა და მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს აღესრულა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. უწმინდესი და უნეტარესი 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
„პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა. მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ჩვენი ნახევარსაუკუნოვანი ისტორია. მან ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ბრძნული რჩევები მრავალი წლის განმავლობაში გავლენას ახდენდა ქვეყანაში მიმდინარე საკვანძო პროცესებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ილია II-ის ცალკეული განცხადებების კრიტიკის მიუხედავად, დროთა განმავლობაში საზოგადოება მათ ღრმა სიბრძნეში დარწმუნდა.
„ყოველ კონკრეტულ ვითარებაში პატრიარქის ყველა განცხადება იყო თავიდან ბოლომდე განსაკუთრებული სიბრძნით გამსჭვალული. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის კიდევ ერთხელ მადლიერების გამოხატვა პატრიარქის მიმართ მთელი იმ ღვაწლისთვის, რაც მას ეკლესიის და ჩვენი სამშობლოს წინაშე მიუძღვის“ - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გლოვის დღეებში გამოჩენილი ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, და ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ეს არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, არამედ ღრმა ფასეულობების გამოვლინება.
„ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ეს იყო სიყვარულის ძალიან დიდი მანიფესტი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველოში ცდილობდნენ სიძულვილი დათესვას, რაც არასდროს გამოუვათ.
„ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, რასაც თესავდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში, რა ღირებულებებსაც ქადაგებდა, იმ ღირებულებებმა გადასძალა 20-წლიანი მცდელობა სიძულვილის გაღვივებისა“, - აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძემ ასევე დასძინა, რომ წელს საქართველოში აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე, რასაც უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია.
პრემიერი ასევე შეეხო პატრიარქის არჩევის პროცესს, რომელიც, მისი თქმით, გარე ჩარევის გარეშე უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილების მიღება მთლიანად წმინდა სინოდს ეკუთვნის.
„პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა ტელეკომპანიებმა, ექსპერტებმა, ენჯეოებმა პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პირდაპირ კამპანია გააჩაღეს, რაც, მისი თქმით, არაჯანსაღი მოვლენაა და მათ საერთოდ არ ეხება.
მისი თქმით, მსგავსი მცდელობები ეკლესიის ავტორიტეტის და პატრიარქის როლის დაკნინებისკენაა მიმართული.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო შეასრულებს - სინოდის სხდომა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა უნდა გაიმართოს.