რას ვჭამთ: გორში ხიზილალას კრიტიკულ პირობებში აფასოებდნენ

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშიწითელი ხიზილალა
წითელი ხიზილალა - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2026
გამოწერა
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, არაგეგმური კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ გორის რაიონის სოფელ კარალეთში ფიზიკური პირი აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე შემდგომი რეალიზაციის მიზნით აფასოებდა ხიზილალას.
"ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი", - ნათქვამია განცხადებაში.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და გაიარონ ყველა სავალდებულო პროცედურა საქმიანობის დაწყებამდე.
ყველა ახალი ამბავი
0