https://sputnik-georgia.com/20260325/tamar-bagrationma-vashingtonshi-qartul-eklesias-xati-sheswira-297792214.html
საქართველოს პირველმა ლედიმ ვაშინგტონში ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
საქართველოს პირველმა ლედიმ ვაშინგტონში ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
Sputnik საქართველო
აშშ-ში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები ქართულ ეკლესიაში დაესწრნენ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც ვაშინგტონში... 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T15:42+0400
2026-03-25T15:42+0400
2026-03-25T15:42+0400
საქართველო
აშშ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/17/297753577_0:0:826:464_1920x0_80_0_0_b9d9ddd1bc943ffc178b953acd651712.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში მოქმედ თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა. ქართული დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლე ზაქარაიამ გადაიხადა.საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში 23 მარტს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.აშშ-ში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად იმყოფებიან საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი. ორდღიანი სამიტი ეძღვნება ბავშვთა უფლებებს, მათ შორის სოციალურ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვასა და ტექნოლოგიების გავლენას მათ განვითარებაზე. ამერიკული მედია იუწყება, რომ მელანია ტრამპის ოფისმა მოწვევები გაუგზავნა იმ ქვეყნების პირველ ლედებს, რომლებსაც ვაშინგტონი „ძლიერ პარტნიორებად“ მიიჩნევს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/17/297753577_49:0:669:465_1920x0_80_0_0_770833bc6140f2d58c4bfb99eeecb971.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს პირველმა ლედიმ ვაშინგტონში ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
აშშ-ში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები ქართულ ეკლესიაში დაესწრნენ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლემ გადაიხადა.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში მოქმედ თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა.
ქართული დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლე ზაქარაიამ გადაიხადა.
„ვაშინგტონში ვეწვიე თამარ მეფის სახელობის ეკლესიას, სადაც მამა პავლემ ჩაატარა ჩვენი პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. შევხვდი მრევლს, რომლებიც მონატრებული, შეყვარებული ქართველები არიან. ჩემი სურვილი იყო, რომ ეკლესიისთვის გადამეცა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. მინდა, ყველა ქართველს, უცხოეთში თუ საქართველოში, ვუსურვო გამარჯვება, წინსვლა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში 23 მარტს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.
აშშ-ში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად იმყოფებიან საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
ორდღიანი სამიტი ეძღვნება ბავშვთა უფლებებს, მათ შორის სოციალურ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვასა და ტექნოლოგიების გავლენას მათ განვითარებაზე. ამერიკული მედია იუწყება, რომ მელანია ტრამპის ოფისმა მოწვევები გაუგზავნა იმ ქვეყნების პირველ ლედებს, რომლებსაც ვაშინგტონი „ძლიერ პარტნიორებად“ მიიჩნევს.