https://sputnik-georgia.com/20260325/pragashi-pigurul-ciguraobashi-msoplio-chempionati-iwkeba-297786453.html
დღეს ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
დღეს ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
Sputnik საქართველო
ტურნირი, რომელიც ოთხშაბათს ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნება, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება. 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T14:39+0400
2026-03-25T14:39+0400
2026-03-25T14:39+0400
საქართველო
ჩეხეთი
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/02/292319017_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_7be85773a7de39dc535d6623990d40ff.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს.ტურნირი, რომელიც ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნება, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მიიღებს - ტურნირზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგება: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).პირველ დღეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ქალთა შორის ანასტასია გუბანოვა, ხოლო სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამით გამოვლენ.მსოფლიო ჩემპიონატის სრული განრიგი:25 მარტი14:30 - ქალები, მოკლე პროგრამა – ანასტასია გუბანოვა;21:45 - სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;26 მარტი14:30 - მამაკაცები, მოკლე პროგრამა – ნიკა ეგაძე;21:15 - სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;27 მარტი14:30 - სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;21:00 - ქალები, თავისუფალი პროგარამა – ანასტასია გუბანოვა;28 მარტი15:30 - მამაკაცები, თავისუფალი პროგრამა – ნიკა ეგაძე;21:30 - სპორტული ცეკვები, თავისუფალი პროგრამა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;29 მარტი16:30 - საჩვენებელი პროგრამა.პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი მოციფურავეებისთვის თებერვალში მილანის ოლიმპიადის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრი იქნება. საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრების წევრები - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
საქართველო
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/02/292319017_37:0:1174:853_1920x0_80_0_0_50870b7f610bdc0c3f016b3d3dab3789.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩეხეთი , სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ჩეხეთი , სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
დღეს ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ტურნირი, რომელიც ოთხშაბათს ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნება, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს.
ტურნირი, რომელიც ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნება, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება.
შეჯიბრებაში მონაწილეობას 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მიიღებს - ტურნირზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგება: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).
პირველ დღეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ქალთა შორის ანასტასია გუბანოვა, ხოლო სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამით გამოვლენ.
მსოფლიო ჩემპიონატის სრული განრიგი:
14:30 - ქალები, მოკლე პროგრამა – ანასტასია გუბანოვა;
21:45 - სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;
14:30 - მამაკაცები, მოკლე პროგრამა – ნიკა ეგაძე;
21:15 - სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;
14:30 - სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;
21:00 - ქალები, თავისუფალი პროგარამა – ანასტასია გუბანოვა;
15:30 - მამაკაცები, თავისუფალი პროგრამა – ნიკა ეგაძე;
21:30 - სპორტული ცეკვები, თავისუფალი პროგრამა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;
16:30 - საჩვენებელი პროგრამა.
პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი მოციფურავეებისთვის თებერვალში მილანის ოლიმპიადის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრი იქნება. საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრების წევრები - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილი დაიკავა.