https://sputnik-georgia.com/20260325/politikuri-zalebi-kvlav-gavlenebze-davoben-297802076.html
საქართველოს პოლიტიკური ძალები კვლავ გავლენებზე დავობენ: მიზეი ახალი სკანდალისთვის?
საქართველოს პოლიტიკური ძალები კვლავ გავლენებზე დავობენ: მიზეი ახალი სკანდალისთვის?
Sputnik საქართველო
გვარამიას და მის თანამოაზრეებს მხოლოდ ერთი რამ სურთ - საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება, დარწმუნებულები არიან ოპონენტები. 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T21:00+0400
2026-03-25T21:00+0400
2026-03-25T21:00+0400
საქართველო
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24628/62/246286285_0:3:1000:566_1920x0_80_0_0_9038076866e49d9e8b39421cdcd1baaa.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ხელისუფლებაში მოსვლის განზრახვის თაობაზე განცხადება გააკეთა, რამაც აღშფოთება გამოიწვია როგორც საქართველოს მმართველი პარტიის წევრებში, ისე მისი თანამოაზრე ოპოზიციონერებში.გვარამია, რომლის პარტიაც ახალი ოპოზიციური ალიანსის შემადგენლობაში შედის, ამტკიცებს, რომ ეს ალიანსი აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში. „მინდა ვთქვა, და ამის არც მრცხვენია და არც პრობლემა მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სახით თქვენ მომავალ მთავრობას უყურებთ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ასეთ განცხადებებს უსირცხვილო უწოდა. „გვარამია ამას მიჩვეულია: მას სირცხვილის გრძნობა არ აქვს. მისი ეს განცხადებაც სამარცხვინო დაპირებად დარჩება“, - განაცხადა წილოსანმა. მისი თქმით, გვარამიას და მის მოკავშირეებს მხოლოდ ერთი რამ სურთ: საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება.მმართველი პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიას განცხადებები მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმებს უკავშირდება.„თუ არჩევნების შედეგებს დავაკვირდებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შანსები წლიდან წლამდე სულ უფრო მცირდება. რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი, არ აქვთ გადატრიალების მოწყობის შანსი, ამიტომ ისინი თავიანთ მცირერიცხოვან ამომრჩეველს ცარიელი დაპირებებით კვებავენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, რადგანაც საზოჰადოებას „ახსოვს ხელისუფლებაში გვარამიას მსგავსი ადამიანების ყოფნის დროს როგორი იყო ცხოვრება", დასძინა მან.ნიკა გვარამიას ენთუზიაზმს არ იზიარებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიაში „საქართველოსთვის“, მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამია ხელისუფლებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა, თუ მნიშვნელოვან დაფინანსებას მიიღებს მათგან, „ვინც დღეისთვის უკვე აფინანსებს მმართველ პარტიას“.ოპოზიციურმა პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მოახერხა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილიდან ჩამოეშორებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ძალად ითვლება. გვარამია და მისი პარტია ოპოზიციური ძალების გაერთიანების მომხრეა და „ოპოზიციური ალიანსის“ დამფუძნებლებს შორის არიან.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გვარამიას პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად და რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს და მას ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების სისტემატურ მცდელობაში ადანაშაულებს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ერთ-ერთია, რომლის გაუქმებასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს.გარდა ამისა, თავად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მოცემულ მომენტში სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმე განიხილება. გამოძიების ვერსიით, 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდეგ, ის არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების რადიკალიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24628/62/246286285_41:0:968:695_1920x0_80_0_0_8d9cf93de0ba7c95671cc0b0b20fbe74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს პოლიტიკური ძალები კვლავ გავლენებზე დავობენ: მიზეი ახალი სკანდალისთვის?
გვარამიას და მის თანამოაზრეებს მხოლოდ ერთი რამ სურთ - საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება, დარწმუნებულები არიან ოპონენტები.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ხელისუფლებაში მოსვლის განზრახვის თაობაზე განცხადება გააკეთა, რამაც აღშფოთება გამოიწვია როგორც საქართველოს მმართველი პარტიის წევრებში, ისე მისი თანამოაზრე ოპოზიციონერებში.
გვარამია, რომლის პარტიაც ახალი ოპოზიციური ალიანსის შემადგენლობაში შედის, ამტკიცებს, რომ ეს ალიანსი აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში. „მინდა ვთქვა, და ამის არც მრცხვენია და არც პრობლემა მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სახით თქვენ მომავალ მთავრობას უყურებთ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ასეთ განცხადებებს უსირცხვილო უწოდა. „გვარამია ამას მიჩვეულია: მას სირცხვილის გრძნობა არ აქვს. მისი ეს განცხადებაც სამარცხვინო დაპირებად დარჩება“, - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, გვარამიას და მის მოკავშირეებს მხოლოდ ერთი რამ სურთ: საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
„ყველა ის სისასტიკე, რისთვისაც მათ სასჯელი მოიხადეს ან რაშიც ამჟამად ადანაშაულებენ, დაკავშირებულია მათ დაუოკებელ სურვილთან, მოიპოვონ ძალაუფლება. ეს სურვილი მათ აიძულებს გააკეთონ აბსურდული განცხადებები და დაპირებები, რომლებსაც მათგან ვისმენთ“, - დასძინა წილოსანმა.
მმართველი პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიას განცხადებები მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმებს უკავშირდება.
„თუ არჩევნების შედეგებს დავაკვირდებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შანსები წლიდან წლამდე სულ უფრო მცირდება. რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი, არ აქვთ გადატრიალების მოწყობის შანსი, ამიტომ ისინი თავიანთ მცირერიცხოვან ამომრჩეველს ცარიელი დაპირებებით კვებავენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, რადგანაც საზოჰადოებას „ახსოვს ხელისუფლებაში გვარამიას მსგავსი ადამიანების ყოფნის დროს როგორი იყო ცხოვრება", დასძინა მან.
ნიკა გვარამიას ენთუზიაზმს არ იზიარებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციონერ მოღვაწეს უნდა ჰქონდეს პრეტენზია მომავალში ქვეყნის მართვაზე, მაგრამ ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ნიკა გვარამიამ და ყველა დანარჩენმა ეს კარგად იცის“, - აღნიშნა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიაში „საქართველოსთვის“, მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამია ხელისუფლებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა, თუ მნიშვნელოვან დაფინანსებას მიიღებს მათგან, „ვინც დღეისთვის უკვე აფინანსებს მმართველ პარტიას“.
ოპოზიციურმა პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მოახერხა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილიდან ჩამოეშორებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ძალად ითვლება. გვარამია და მისი პარტია ოპოზიციური ძალების გაერთიანების მომხრეა და „ოპოზიციური ალიანსის“ დამფუძნებლებს შორის არიან.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გვარამიას პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად და რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს და მას ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების სისტემატურ მცდელობაში ადანაშაულებს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ერთ-ერთია, რომლის გაუქმებასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს.
გარდა ამისა, თავად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მოცემულ მომენტში სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმე განიხილება. გამოძიების ვერსიით, 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდეგ, ის არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების რადიკალიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.