პარაძიუდო: რევაზ ჩიკოიძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

© Georgian Paralympic Committeeპარაძიუდოისტები
პარაძიუდოისტები - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2026
გამოწერა
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშების მეორე დღეს მრევაზ ჩიკოიძემ (J1, -95 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ზვიად გოგოჭური კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ტურნირი, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება, დედაქალაქმა 24-25 მარტს უმასპინძლა.
გოგოჭურმა ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც ის ჩიკოიძეს უნდა შეხვედროდა.
ტურნირში, რომელშიც 27 ქვეყნის 187 პარაათლეტი მონაწილეობდა, საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ტურნირის პირველ დღეს ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საბა ბაღდავაძე (J1, -81 კგ) ოქროს მედალს, ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), გიორგი გამჯაშვილი (J1, -70 კგ) და ლევან გუგავა (J2, -81 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ყველა ახალი ამბავი
0