https://sputnik-georgia.com/20260325/moskovi-ukrainis-sakitxze-ashsh-zalisxmevas-miesalmeba-297793321.html
მოსკოვი უკრაინის საკითხის დარეგულირების მიმართულებით აშშ-ის ძალისხმევას მიესალმება
მოსკოვი უკრაინის საკითხის დარეგულირების მიმართულებით აშშ-ის ძალისხმევას მიესალმება
Sputnik საქართველო
პესკოვის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხზე კონტაქტები გრძელდება 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T18:41+0400
2026-03-25T18:41+0400
2026-03-25T18:41+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0d/273002484_0:239:2789:1808_1920x0_80_0_0_f0c1f93487900d6c3bea37a5d864ac5b.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მოსკოვი მიესალმება აშშ-ის ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შესაბამისი პირობების შესაქმნელად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.როგორც ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ვაშინგტონი უკრაინის კონფლიქტის შესაძლო მოგვარების საკითხს უახლოვდება. ჟურნალისტებმა პესკოვს კითხვა დაუსვეს ამ მოსაზრებას იზიარებენ თუ არა კრემლში.„ჩვენ მივესალმებით ამერიკული მხარის ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფისკენ“.პრესმდივნის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხზე კონტაქტები გრძელდება, მოსკოვი იღებს ინფორმაციას კიევთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. „არსებული არხებით ამერიკელებთან კონტაქტი ნარჩუნდება. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება“, — აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან.პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, უკრაინის კრიზისი მოლაპარაკებების გზით გადაიჭრას. მისი თქმით, ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს ალასკის სამიტზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მიღწეულ შეთანხმებებს, რაც მოიცავს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების — კონფლიქტის პირველწყაროების — აღმოფხვრას.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0d/273002484_30:0:2759:2047_1920x0_80_0_0_c670881b4f0830b4d980ab85d554c68f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
მოსკოვი უკრაინის საკითხის დარეგულირების მიმართულებით აშშ-ის ძალისხმევას მიესალმება
პესკოვის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხზე კონტაქტები გრძელდება
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მოსკოვი მიესალმება აშშ-ის ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შესაბამისი პირობების შესაქმნელად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
როგორც ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ვაშინგტონი უკრაინის კონფლიქტის შესაძლო მოგვარების საკითხს უახლოვდება. ჟურნალისტებმა პესკოვს კითხვა დაუსვეს ამ მოსაზრებას იზიარებენ თუ არა კრემლში.
„ჩვენ მივესალმებით ამერიკული მხარის ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფისკენ“.
პრესმდივნის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხზე კონტაქტები გრძელდება, მოსკოვი იღებს ინფორმაციას კიევთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
„არსებული არხებით ამერიკელებთან კონტაქტი ნარჩუნდება. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება“, — აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, უკრაინის კრიზისი მოლაპარაკებების გზით გადაიჭრას. მისი თქმით, ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს ალასკის სამიტზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მიღწეულ შეთანხმებებს, რაც მოიცავს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების — კონფლიქტის პირველწყაროების — აღმოფხვრას.