https://sputnik-georgia.com/20260325/kvaracxelias-sauketeso-sportsmnis-jildo-gadasces-297802289.html
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო
Sputnik საქართველო
კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ აღიარეს (2020, 2021, 2022, 2023, 2025), რაც რეკორდული მაჩვენებელია - აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს... 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T21:23+0400
2026-03-25T21:23+0400
2026-03-25T21:23+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0a/288346765_0:128:1661:1063_1920x0_80_0_0_8018b14d20c2cd36bc07fd0c70b2aa25.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო, იუწყება პირველი არხი. 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი ვიცე-კაპიტანი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს სამჯერ უკაპიტნა: ესპანეთსა და თურქეთთან სტუმრად, ხოლო ბულგარეთის ნაკრებთან თბილისში გამართულ შეხვედრებში. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯილდო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზდენტმა გიგა გვენცაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გადასცა. კვარაცხელია რომ ყოველწლიური გამოკითხვის გამარჯვებული იყო, 31 იანვარს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული დაჯილდოვების ცერემონიალზე გაირკვა. თუმცა, მაშინ ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად იმყოფებოდა და ჯილდოს მიღება პირადად ვერ შეძლო. კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ აღიარეს (2020, 2021, 2022, 2023, 2025), რაც რეკორდული მაჩვენებელია - აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის (2023) ჯილდოც აქვს მიღებული.გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1), საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლები გაიტანა.ამას გარდა, „ნაპოლისთან“ ერთად ნახევარი სეზონი ჩაატარა და სერია A-ს მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0a/288346765_272:134:1534:1080_1920x0_80_0_0_d81520db09697b05c77b9fae80010105.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო
კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ აღიარეს (2020, 2021, 2022, 2023, 2025), რაც რეკორდული მაჩვენებელია - აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის (2023) ჯილდოც აქვს მიღებული.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო, იუწყება პირველი არხი.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი ვიცე-კაპიტანი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს სამჯერ უკაპიტნა: ესპანეთსა და თურქეთთან სტუმრად, ხოლო ბულგარეთის ნაკრებთან თბილისში გამართულ შეხვედრებში.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯილდო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზდენტმა გიგა გვენცაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გადასცა.
კვარაცხელია რომ ყოველწლიური გამოკითხვის გამარჯვებული იყო, 31 იანვარს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული დაჯილდოვების ცერემონიალზე გაირკვა. თუმცა, მაშინ ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად იმყოფებოდა და ჯილდოს მიღება პირადად ვერ შეძლო.
სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა პირველად 1964 წელს ჩატარდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი 5 ფეხბურთელი გახდა. 1964 წელს სლავა მეტრეველი, 1967 წელს მურთაზ ხურცილავა, 1981-ში რამაზ შენგელია, 2023-ში ხვიჩა კვარაცხელია, 2024-ში კი – გიორგი მამარდაშვილი.
კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ აღიარეს (2020, 2021, 2022, 2023, 2025), რაც რეკორდული მაჩვენებელია - აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის (2023) ჯილდოც აქვს მიღებული.
გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1), საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლები გაიტანა.
ამას გარდა, „ნაპოლისთან“ ერთად ნახევარი სეზონი ჩაატარა და სერია A-ს მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.