https://sputnik-georgia.com/20260325/imf-misia-saqartveloshi-shexvedrebs-martavs-297797344.html
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში შეხვედრებს მართავს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში შეხვედრებს მართავს
Sputnik საქართველო
მიმდინარე მისიის მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის... 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T19:00+0400
2026-03-25T19:00+0400
2026-03-25T19:00+0400
საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282751285_0:52:1972:1161_1920x0_80_0_0_c22235e9951abaab67d5f8d8d6693c37.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ მუშაობა დაიწყო, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მიმდინარე მისიის მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვაა. მისიამ, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს, შეხვედრები უკვე გამართა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები. ასევე, ხაზი გაესვა გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, საუბარი შეეხო 2026 წელს ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას და ამ პროცესში საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობას. მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ შეხვედრაზე კი საუბარი იყო საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სექტორულ ტენდენციებს, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საინვესტიციო გარემოს და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება - 2025 წელს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2026 წლის იანვარში კი ზრდამ 7,9% შეადგინა. მინისტრმა ასევე ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უმსხვილეს ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ პროექტები, რომლებიც თბილისსა და აჭარაში განხორციელდება, გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან გამართავს შეხვედრებს. მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია 7 აპრილს იგეგმება.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წინა ვიზიტი საქართველოში გასული წლის 10-16 დეკემბერს შედგა. მისიის წევრებმა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენები, ასევე რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესი შეაფასეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282751285_178:0:1794:1212_1920x0_80_0_0_0fa2ba6bfd768178857bd0ba3e5b12b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში შეხვედრებს მართავს
მიმდინარე მისიის მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვაა.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ მუშაობა დაიწყო, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე მისიის მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვაა.
მისიამ, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს, შეხვედრები უკვე გამართა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები. ასევე, ხაზი გაესვა გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, საუბარი შეეხო 2026 წელს ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას და ამ პროცესში საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობას.
მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ შეხვედრაზე კი საუბარი იყო საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სექტორულ ტენდენციებს, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საინვესტიციო გარემოს და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება - 2025 წელს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2026 წლის იანვარში კი ზრდამ 7,9% შეადგინა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უმსხვილეს ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ პროექტები, რომლებიც თბილისსა და აჭარაში განხორციელდება, გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან გამართავს შეხვედრებს. მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია 7 აპრილს იგეგმება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წინა ვიზიტი საქართველოში გასული წლის 10-16 დეკემბერს შედგა. მისიის წევრებმა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენები, ასევე რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესი შეაფასეს.