https://sputnik-georgia.com/20260325/gubanova-msoplio-chempionatis-pinalshi-iasparezebs-297803564.html
მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში: ანასტასია გუბანოვა ფინალში იასპარეზებს
მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში: ანასტასია გუბანოვა ფინალში იასპარეზებს
Sputnik საქართველო
ტურნირი, რომელიც ოთხშაბათს ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნა, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება. 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T20:28+0400
2026-03-25T20:28+0400
2026-03-25T21:06+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259186958_0:320:3071:2048_1920x0_80_0_0_a78df21efac6ba1260049ed500e38c34.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან პირველმა ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა.ტურნირი, რომელიც დღეს ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნა, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება.გუბანოვამ ქალთა შორის მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინა და მსაჯებისგან 69.92 ქულა დაიმსახურა - ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა ფინალში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად.მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მეექვსე ადგილზეა. პირველ ორ პოზიციაზე იაპონელები არიან: კაორი საკამოტო (79,31 ქულა) და მონე ჩიბა (78,45). მესამეა ამერიკელი ამბერ გლენი – 72,65 ქულა.ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამას 27 მარტს წარმოადგენს.ჩემპიონატის პირველ დღეს გუბანოვას გარდა, ყინულზე სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამით გამოვლენ.მსოფლიო ჩემპიონატში 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს - ტურნირზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგა: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).მსოფლიო ჩემპიონატის სრული განრიგი:25 მარტი14:30 - ქალები, მოკლე პროგრამა – ანასტასია გუბანოვა;21:45 - სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;26 მარტი14:30 - მამაკაცები, მოკლე პროგრამა – ნიკა ეგაძე;21:15 - სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;27 მარტი14:30 - სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;21:00 - ქალები, თავისუფალი პროგარამა – ანასტასია გუბანოვა;28 მარტი15:30 - მამაკაცები, თავისუფალი პროგრამა – ნიკა ეგაძე;21:30 - სპორტული ცეკვები, თავისუფალი პროგრამა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;29 მარტი16:30 - საჩვენებელი პროგრამა.პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი მოციფურავეებისთვის თებერვალში მილანის ოლიმპიადის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრი იქნება. საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრების წევრები - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259186958_0:162:2514:2048_1920x0_80_0_0_6bb04a78093ac31d9eb95d7661707f64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში: ანასტასია გუბანოვა ფინალში იასპარეზებს
20:28 25.03.2026 (განახლებულია: 21:06 25.03.2026) ტურნირი, რომელიც ოთხშაბათს ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნა, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან პირველმა ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა.
ტურნირი, რომელიც დღეს ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნა, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება.
გუბანოვამ ქალთა შორის მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინა და მსაჯებისგან 69.92 ქულა დაიმსახურა - ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა ფინალში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად.
მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მეექვსე ადგილზეა. პირველ ორ პოზიციაზე იაპონელები არიან: კაორი საკამოტო (79,31 ქულა) და მონე ჩიბა (78,45). მესამეა ამერიკელი ამბერ გლენი – 72,65 ქულა.
ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამას 27 მარტს წარმოადგენს.
ჩემპიონატის პირველ დღეს გუბანოვას გარდა, ყინულზე სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამით გამოვლენ.
მსოფლიო ჩემპიონატში 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს - ტურნირზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგა: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).
მსოფლიო ჩემპიონატის სრული განრიგი:
14:30 - ქალები, მოკლე პროგრამა – ანასტასია გუბანოვა;
21:45 - სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;
14:30 - მამაკაცები, მოკლე პროგრამა – ნიკა ეგაძე;
21:15 - სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;
14:30 - სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;
21:00 - ქალები, თავისუფალი პროგარამა – ანასტასია გუბანოვა;
15:30 - მამაკაცები, თავისუფალი პროგრამა – ნიკა ეგაძე;
21:30 - სპორტული ცეკვები, თავისუფალი პროგრამა – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი;
16:30 - საჩვენებელი პროგრამა.
პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი მოციფურავეებისთვის თებერვალში მილანის ოლიმპიადის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრი იქნება. საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრების წევრები - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილი დაიკავა.