https://sputnik-georgia.com/20260325/autisti-bavshvebis-programit-kidev-300-bavshbi-isargeblebs-297792016.html
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამით დამატებით 300 ბენეფიციარი ისარგებლებს
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამით დამატებით 300 ბენეფიციარი ისარგებლებს
Sputnik საქართველო
თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის 15 ცენტრი ფუნქციონირებს 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T18:00+0400
2026-03-25T18:00+0400
2026-03-25T18:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24445/61/244456101_0:45:2049:1197_1920x0_80_0_0_aef38343139c692c976c5403bdefa313.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისის მერიის პროგრამით „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ განსაზღვრულ მომსახურებას აპრილიდან დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. შესაბამისი ცვლილებები თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის სეანსები უკვე 2,7 ათას ბავშვსა და მოზარდს დაუფინანსდება. მერის განცხადებით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მლნ ლარია და ბავშვსა და მოზარდზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი 20 სეანსი ფინანსდება. როგორც მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის სურვილია, არცერთი ბავშვი თუ მოზარდი არ დარჩეს მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე. პროგრამის დეტალები პროგრამა ვრცელდება 2-დან 18 წლამდე აუტიზმის მქონე პირებზე. ის მოიცავს თვეში 20 საათ თერაპიას, საიდანაც 16 საათი ქცევითი თერაპიაა, დანარჩენი დრო არჩევითია – ლოგოპედია, ოკუპაციური თერაპია და სხვ. 2015 წელს, როდესაც პროგრამის განხორციელება დაიწყო, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი სულ ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო. 2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამა „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. მას შემდეგ სპეციალისტები მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24445/61/244456101_196:0:1851:1241_1920x0_80_0_0_230615a800688cae35ced48f3b4c2ea9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამით დამატებით 300 ბენეფიციარი ისარგებლებს
თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის 15 ცენტრი ფუნქციონირებს
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისის მერიის პროგრამით „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ განსაზღვრულ მომსახურებას აპრილიდან დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
შესაბამისი ცვლილებები თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის სეანსები უკვე 2,7 ათას ბავშვსა და მოზარდს დაუფინანსდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, რომელიც მუშაობს. ჩვენი მიზანია, რომ მშობლებს მაქსიმალურად შეგისუბუქოთ მდგომარეობა, დაგეხმაროთ, გვერდით დაგიდგეთ და ჩვენი მხრიდან გქონდეთ ყველანაირი მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
მერის განცხადებით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მლნ ლარია და ბავშვსა და მოზარდზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი 20 სეანსი ფინანსდება.
„თერაპიული სეანსები მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება. რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, პერიოდულად მათი რიცხვიც იზრდება, რაც მისასალმებელია. დღეისთვის პროგრამას 15 ცენტრი ემსახურება“, – აღნიშნა კალაძემ.
როგორც მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის სურვილია, არცერთი ბავშვი თუ მოზარდი არ დარჩეს მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე.
პროგრამა ვრცელდება 2-დან 18 წლამდე აუტიზმის მქონე პირებზე. ის მოიცავს თვეში 20 საათ თერაპიას, საიდანაც 16 საათი ქცევითი თერაპიაა, დანარჩენი დრო არჩევითია – ლოგოპედია, ოკუპაციური თერაპია და სხვ.
2015 წელს, როდესაც პროგრამის განხორციელება დაიწყო, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი სულ ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო.
2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამა „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. მას შემდეგ სპეციალისტები მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.