https://sputnik-georgia.com/20260324/shemovliti-gza-ashendeba-297774050.html
თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი გზა აშენდება
თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი გზა აშენდება
Sputnik საქართველო
ალტერნატიული მარშრუტი სხვადასხვა უბნების ერთმანეთთან დაკავშირებას თბილისის ცენტრალური ნაწილის გვერდის ავლით უზრუნველყოფს, აღნიშნავენ საავტომობილო გზების... 24.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-24T15:55+0400
2026-03-24T15:55+0400
2026-03-24T15:55+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23234/02/232340269_0:57:1500:901_1920x0_80_0_0_3a4357bba683088c4c19d921e5cd453c.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იგეგმება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროექტი ქვეყნისა და დედაქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს სატრანსპორტო ნაკადების ეფექტიან გადანაწილებას, გზის გამტარუნარიანობისა და ტვირთბრუნვის ზრდას. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიზანია ალტერნატიული მარშრუტების შემუშავება და მათი დეტალური ანალიზი, რათა შეირჩეს თბილისის სამხრეთით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ოპტიმალური ვარიანტი. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს ხარჯთეფექტიანობის შეფასებას, მინიმუმ სამი ალტერნატიული მარშრუტის შემუშავებასა და მათ ანალიზს, ასევე - პრიორიტეტული მარშრუტის შერჩევას და შემდგომი საპროექტო სამუშაოების მიზანშეწონილობის განსაზღვრას. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მომზადების ვადა 12 თვეს შეადგენს. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 17 აპრილის 18:00 საათისა. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23234/02/232340269_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_62d40f821f20d630e81f89db7e143942.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი გზა აშენდება
ალტერნატიული მარშრუტი სხვადასხვა უბნების ერთმანეთთან დაკავშირებას თბილისის ცენტრალური ნაწილის გვერდის ავლით უზრუნველყოფს, აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იგეგმება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროექტი ქვეყნისა და დედაქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს სატრანსპორტო ნაკადების ეფექტიან გადანაწილებას, გზის გამტარუნარიანობისა და ტვირთბრუნვის ზრდას.
„პროექტი ითვალისწინებს თბილისის ცენტრალური ქუჩებისა და სანაპირო გზების განტვირთვას, რადგან ალტერნატიული მარშრუტი ქალაქის ცენტრალური ნაწილის გვერდის ავლით უზრუნველყოფს სხვადასხვა უბნების ერთმანეთთან დაკავშირებას და ქალაქიდან გასვლას. შედეგად, შემცირდება საცობები და გაუმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა“, -აღნიშნულია განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიზანია ალტერნატიული მარშრუტების შემუშავება და მათი დეტალური ანალიზი, რათა შეირჩეს თბილისის სამხრეთით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ოპტიმალური ვარიანტი.
საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს ხარჯთეფექტიანობის შეფასებას, მინიმუმ სამი ალტერნატიული მარშრუტის შემუშავებასა და მათ ანალიზს, ასევე - პრიორიტეტული მარშრუტის შერჩევას და შემდგომი საპროექტო სამუშაოების მიზანშეწონილობის განსაზღვრას.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მომზადების ვადა 12 თვეს შეადგენს. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 17 აპრილის 18:00 საათისა.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.