სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს: დაკავებულია 6 პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2026
გამოწერა
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ზუგდიდსა და ჩხოროწყუში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციელების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0