https://sputnik-georgia.com/20260324/pexburtis-nakrebma-sionshi-patriarqs-pativi-miages-297770591.html
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა სიონის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა სიონის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
Sputnik საქართველო
სიონის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები პანაშვიდს 40 დღის განმავლობაში აღავლენენ. 24.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-24T13:49+0400
2026-03-24T13:49+0400
2026-03-24T13:49+0400
საქართველო
სპორტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/18/297771293_0:74:1440:884_1920x0_80_0_0_b0e57750a8f96c18bf7318e77abdd998.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებმა, რომლებიც თბილისში მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ემზადებიან, სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს აღესრულა. უწმინდესი და უნეტარესი 22 მარტს სიონის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. პატრიარქმა სიცოცხლეშივე თავად ინება, რომ სწორედ სიონის ტაძარი ყოფილიყო მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული. ეროვნული ნაკრები წევრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, სიონში ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ - პატრიარქის საფლავთან გვირგვინი, გუნდის სახელით, ხვიჩა კვარაცხელიამ მიიტანა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი საწვრთნელი შეკრება 23 მარტს დაიწყო. გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ფრანგული საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსის“ კარში გატანილი გოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიუძღვნა. ასევე, „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „რეალ სოსიედადის" კარში გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა. „ანესის“ კარში გატანილი გოლი პატრიარქის ნაჩუქარი ჯვრით აღნიშნა და მის ხსოვნას მიუძღვნა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელმა, ზურიკო დავითაშვილმაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/18/297771293_82:0:1359:958_1920x0_80_0_0_db43450d6164dc88f5b4945437e82c19.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა სიონის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
სიონის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები პანაშვიდს 40 დღის განმავლობაში აღავლენენ.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებმა, რომლებიც თბილისში მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ემზადებიან, სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს აღესრულა. უწმინდესი და უნეტარესი 22 მარტს სიონის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. პატრიარქმა სიცოცხლეშივე თავად ინება, რომ სწორედ სიონის ტაძარი ყოფილიყო მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.
ეროვნული ნაკრები წევრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, სიონში ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ - პატრიარქის საფლავთან გვირგვინი, გუნდის სახელით, ხვიჩა კვარაცხელიამ მიიტანა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი საწვრთნელი შეკრება 23 მარტს დაიწყო. გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსის“ კარში გატანილი გოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიუძღვნა. ასევე, „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „რეალ სოსიედადის" კარში გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა. „ანესის“ კარში გატანილი გოლი პატრიარქის ნაჩუქარი ჯვრით აღნიშნა და მის ხსოვნას მიუძღვნა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელმა, ზურიკო დავითაშვილმაც.