https://sputnik-georgia.com/20260324/papuashvili-saqartvelo-ashsh-strategiuli-partnioroba-surs-297777274.html
პაპუაშვილი: საქართველოს აშშ-სთან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა სურს
პაპუაშვილი: საქართველოს აშშ-სთან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა სურს
Sputnik საქართველო
საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. 24.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-24T17:49+0400
2026-03-24T17:49+0400
2026-03-24T17:49+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან — არა ფორმალური, არამედ რეალური, საქმით გამყარებული თანამშრომლობის დაწყებისკენ ისწრაფვის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.დღეს საქართველოს და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წელი შესრულდა. საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1992 წლის 24 მარტს ქვეყნებს შორის ოფიციალურად დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები, რამაც საფუძველი ჩაუყარა მრავალწლოვან თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას.განცხადებაში განთქვამია, რომ აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში აღიარა, თბილისში აშშ-ის საელჩოს გახსნა კი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის მომდევნო ეტაპი იყო.როგორც მან დასძინა, საქართველო ინარჩუნებს კონტაქტებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რომელსაც კარგად ესმის ქვეყნის ეროვნული ინტერესები.„ჩვენ ამ ურთიერთობაში ნაკლებად შეგვიძლია რაიმეს გაკეთება ან გაფუჭება. ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც უნდა მივყვეთ, და ამერიკის ადმინისტრაციისგან შესაბამის ნაბიჯებს ველით", - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო ვიზიტები (საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი ამერიკაში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში) და ის საუბრები, რომლებიც იმართება ორ ქვეყანას შორის, ტოვებს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ურთიერთობა გადაიტვირთება.საქართველო და აშშ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.2026 წლის 18 მარტს აშშ-მ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 ათას დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ.მანამდე, 2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-მ საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეიზღუდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ.გარდა ამისა, შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველოს აშშ-სთან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა სურს
საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან — არა ფორმალური, არამედ რეალური, საქმით გამყარებული თანამშრომლობის დაწყებისკენ ისწრაფვის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დღეს საქართველოს და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წელი შესრულდა. საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა
განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1992 წლის 24 მარტს ქვეყნებს შორის ოფიციალურად დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები, რამაც საფუძველი ჩაუყარა მრავალწლოვან თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
განცხადებაში განთქვამია, რომ აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში აღიარა, თბილისში აშშ-ის საელჩოს გახსნა კი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის მომდევნო ეტაპი იყო.
„ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება გვინდა და არა იმ პარტნიორობის, რომელიც სინამდვილეში უფრო ფურცელზე იყო, ვიდრე რეალობაში. ჩვენ გვინდა იმ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, როგორიც ქართველებმა ვიცით და ამერიკელ ხალხს არაერთხელ ვაჩვენეთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან დასძინა, საქართველო ინარჩუნებს კონტაქტებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რომელსაც კარგად ესმის ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
„ჩვენ ამ ურთიერთობაში ნაკლებად შეგვიძლია რაიმეს გაკეთება ან გაფუჭება. ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც უნდა მივყვეთ, და ამერიკის ადმინისტრაციისგან შესაბამის ნაბიჯებს ველით", - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო ვიზიტები (საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი ამერიკაში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში) და ის საუბრები, რომლებიც იმართება ორ ქვეყანას შორის, ტოვებს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ურთიერთობა გადაიტვირთება.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
2026 წლის 18 მარტს აშშ-მ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 ათას დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ.
მანამდე, 2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-მ საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეიზღუდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ.
გარდა ამისა, შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.