https://sputnik-georgia.com/20260324/eqsportis-zrda-mis-konkurentunarianobaze-miutitebs-297781919.html
ეკონომიკის სამინისტრო: ქართული ექსპორტის ზრდა მის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს
ეკონომიკის სამინისტრო: ქართული ექსპორტის ზრდა მის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი მაჩვენებლები ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება. 24.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-24T21:29+0400
2026-03-24T21:29+0400
2026-03-24T21:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284479556_0:60:2812:1642_1920x0_80_0_0_fa5990309ad4305796f6b522744750d3.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 2,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 2025 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 15,4%-ით ნაკლებია. ექსპორტმა 1.026,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ ორ თვესთან შედარებით 22,9%-ით მეტია.მისი თქმით, ასეთი მაჩვენებლები ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობის მიზანია, უზრუნველყოს აღნიშნული ტენდენციების შენარჩუნება, ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას ქვეყანაში და გაზარდოს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე.„სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები. ადგილობრივი წარმოება არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისგან და საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე“, - განაცხადა ცინცაძემ.საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გადის – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.2026 წლის იანვარში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (თითქმის 436,5%-ით), ნავთობპროდუქტების (401,5%), ფეროშენადნობების (86,5%) და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (73,2%) ექსპორტი. ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების - 22,5%-ით ექსპორტი.საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და აზერბაიჯანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284479556_367:42:2347:1527_1920x0_80_0_0_a7d2e2af7831c102f749e2afbcd19409.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრო: ქართული ექსპორტის ზრდა მის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი მაჩვენებლები ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 2,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 2025 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 15,4%-ით ნაკლებია. ექსპორტმა 1.026,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ ორ თვესთან შედარებით 22,9%-ით მეტია.
„აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა - კერძოდ, ადგილობრივი ექსპორტი 70%-ით გაიზარდა და ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 660 მლნ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის მსგავსი ზრდა მიანიშნებს საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა ცინცაძემ.
მისი თქმით, ასეთი მაჩვენებლები ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობის მიზანია, უზრუნველყოს აღნიშნული ტენდენციების შენარჩუნება, ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას ქვეყანაში და გაზარდოს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე.
„სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები. ადგილობრივი წარმოება არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისგან და საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე“, - განაცხადა ცინცაძემ.
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გადის – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
2026 წლის იანვარში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (თითქმის 436,5%-ით), ნავთობპროდუქტების (401,5%), ფეროშენადნობების (86,5%) და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (73,2%) ექსპორტი. ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების - 22,5%-ით ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და აზერბაიჯანი.